ჯანსაღი საკვები შენი ჯანმრთელობაა

 

ფოტო: datenokuni.com

საკვების დაბინძურება შესაძლოა გახდეს სხვადასხვა სახის დაავადების გამომწვევი. საკვების მეშვეობით დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭიროა სათანადოდ იქნას დაცული ჰიგიენური ნორმები საკვების დამზადების და მოხმარების ყველა სტადიაზე, კერძოდ : შეძენისას, ტრანსპორტირებისას, მომზადებისას, მოხმარებისას და ნარჩენების გადაყრისას.

  • ნუ შეიძენთ საკვებ პროდუქტებს (მზა საკვებს და ნახევარფაბრიკატებს) იმ ადგილებში, სადაც არ არის დაცული სათანადო ჰიგიენური ნორმები.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ საკვების შეძენის ადგილას დაცული იყოს მის შესანახად აუცილებელი პირობები, სათანადო ტემპერატურა, ვენტილაცია, ტენიანობა.
  • ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შენახვის/რეალიზაციის მოხმარების ვადას, რადგან ვადაგასული სურსათის რეალიზაცია და მოხმარება დაუშვებელია.
  • ნუ შეიძენთ იმ საკვებ პროდუქტებს, რომელთაც სასაქონლო სახე არ შეესაბამება სტანდარტულს, აგრეთვე პროდუქტებს, რომელთაც დაზიანებული აქვთ შეფუთვა, დეფორმირებულია, დაჭეჭყილია, დარღვეულია ჰერმეტულობა. და თუ საკვებ პროდუქტს დაკარგული აქვს გემოვნური თვისებები ( შეცვლილია ბუნებრივი ფერი, სუნი, გემი, კონსისტენცია), ნუ მოიხმართ მას.
  • თუ გაწუხებთ დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყელის ტკივილი , ცხვირის ღრუს ჩირქოვანი გამონადენი, აგრეთვე კანის დაავადებები ან გაქვთ ნაჭრილობები ხელზე, თავი შეიკავეთ საჭმლის მომზადებისგან, რადგან ამ დროს იზრდება საკვების ვირუსული ან ბაქტერიული დაბინძურების რისკი.
  • საკვების მომზადების წინ საგულდაგულოდ გაასუფთავეთ და გარეცხეთ ჭურჭელი, დანა , ტაფები, ქვაბები და მოსამზადებლად საჭირო სხვა საშუალებები.
  • სახლში მიტანისთანავე გამდინარე წყალში გულმოდგინედ გარეცხეთ ცალ-ცალკე ხილი , მწვანილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი და სხვა საკვები პროდუქტები. ხორცის პროდუქტებს ფიზიკურად დაბინძურებული (ნადები, ჭუჭყი, ვეტერინარული ბეჭდის ადგილი)  და სხვა უნდა მოშორდეს.
  • საკვების შენახვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მზა საკვები და უმი ნედლეული ერთმანეთს არ ეხებოდეს.  უმი პროდუქტები, უმჯობესია მაცივარში ან კარადაში განთავსდეს ქვედა თაროებზე , ხოლო მზა ზევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმი პროდუქტებიდან გამოჟონილმა სითხემ შესაძლოა დააბინძუროს მზა საკვები და გამოიწვიოს მისი დაინფიცირება და ასევე სწრაფი გაფუჭება.
  • დაიცავით საკვები პროდუქტების მომზადების და შენახვის ტემპერატურული რეჟიმი. პათოგენური მიკრობების უმრავლესობა კარგად მრავლდება და ავლენს თავის დამზიანებელ მოქმედებას 4-60 C-ის ტემპერატურულ შუალედში, რაც საკვების მომზადებისა და შენახვისათვის “საშიშ ზონად” მიიჩნევა.
  • ყოველთვის დაიბანეთ ხელები საპნით : საკვების მომზადების წინ და შემდეგ, უმ ხორცთან, ფრინველთან, თევზის პროდუქტებთან, შეხების შემდეგ; სამზარეულოს ჭურჭელთან შეხებამდე.
  • გაყინული ხორცი, თევზი, ფრინველი, მომზადებამდე მცირე ხნით ადრე გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაუშვებელია რამდენჯერმე გაყინვა და გალღობა. დაუშვებელია გაყინულის გალღობა წყალში ან გაცხელებით.
  • ნუ გამოიყენებთ ერთიდაიგივე ჭურჭელს მზა და უმი საკვები პროდუქტებისათვის, მათი სათანადოდ გარეცხვის და გაწმენდის გარეშ.
  • მოარიდეთ შინაური ცხოველები საკვების მომზადების ადგილს და საკვებ პროდუქტებს. დაიცავით სამზარეულო მწერებისა და მრღნელებისგან.
  •               კვებითი ინტოკსიკაციის დროს აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
  •               კვებითი ინტოქსიკაციის ძირითადი ნიშნებია : გულისრევის შეგრძნება, უგუნებობა, ტკივილი კუჭის არეში, ღებინება, დიარეა, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on June 23, 2011, in რჩევები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. Dz Kargi Rchevebia ))Gaaitvaliswineb

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: