სასარგებლო სტაფილო

ფოტო: askfreud.org

გაზაფხულზე, როცა ხილი და ბოსტნეული ნაწილობრივ კარგავს ვიტამინებს და, ამის კვალობაზე, სასარგებლო თვისებებსაც, სტაფილო BC, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ძალზე სასარგებლოა. ეს უძლიერესი ანტიოქსიდანტი იცავს ორგანიზმს გადაღლისა და დაბერებისგან. სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.

ფოტო: askfreud.org

მსოფლიოს ყველა ექიმი გვირჩევს, ყოველდღე მივირთვათ სტაფილო ან ვსვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, თვალების გადაღლილობის დროს. ამ ბოსტნეულის ყველაზე ქმედითი სამკურნალო თვისებაა თვალის ბადურას გამაგრება. აუცილებლად მიირთვით სტაფილო, თუ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა გიწევთ. ნიუკასლის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სტაფილო შეიცავს ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც სამჯერ ამცირებს სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკს. სტაფილოს წვენი, ვიტამინების ეს უმდიდრესი წყარო, აუმჯობესებს ძვლებისა და კბილების სტრუქტურას. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხლის წვენთან ერთად. ღრძილების გასამაგრებლად კარგია სტაფილოს ღეჭვა, ხოლო სტომატიტის დროს საჭიროა სტაფილოს წვენის პირში გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია აგრეთვე ცისტიტის, შეკრულობის, ჰემოროის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას რთავენ რაციონში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციის მიზნით, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად და სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სტაფილოს გამწვანებული ზედა ნაწილის ჭამა არასასურველია! ის ვნებს გულის მუშაობას. ძველი დროის სახელოვანი ექიმები ჰიპოკრატე და გალენუსი სტაფილოს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, მიაჩნდათ, რომ ის აუმჯობესებს ლაქტაციას და რძის ხარისხს. სტაფილოს წვნიანი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ეს-ესაა ეწყებათ კბილების ამოჭრა. პატარა ბავშვს შეიძლება მივცეთ უმი სტაფილო ან მისი ნაჭერი – ის ქავილს შეუმცირებს, კბილების ამოჭრას გაუადვილებს. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, მენსტრუალური ციკლის სტაბილიზაციასა და აღდგენას. სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავის ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების დროს.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on July 17, 2011, in ჯანსაღი საკვები and tagged , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: