დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება მარტივად

ფოტო: healthdailyarticle.com

ყველა ჩვენთაგანს განურჩევლად ასაკისა და შეხედულებებისა, სურს რომ იყოს ჯანმრთელი. მართალია ამისათვის საჭირო ბევრი ფაქტორის გაკონტროლება ჩვენს ძალებს აღემატება მაგრამ კიდევ არის რაღაც რისი გაკონტროლებაც ჩვენ შესაძლებლობებში შედის.  სრულიად  მარტივი პროცედურების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება…

  1. დავლიოთ უფრო მეტი წყალი. ადამიანების უმრავლესობა არ იღებს წყლის იმ რაოდენობას რაც საჭიროა მათი ორგანიზმის ჰიდრატაციისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სხეულის 75%-ი წყალია. ამ ფაქტიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს ორგანიზმისათვის. რეკომენდირებულია 8-10 ჭიქა წყალი დღეში.

    ფოტო: drinkingwaterfountain.co.uk

  1. მივირთვათ ცოტა, მაგრამ ხშირად.  ბევრ ადამიანს სჯერა, რომ წონაში დაკლების საუკეთესო გზა ნაკლები სიხშირით კვება ან სულაც შიმშილობაა. სინამდვილეში კი საკვების არ მიღება სულაც არ აიძულებს ორგანიზმს მეტი კალორიების დაწვას. პირიქით, ასეთ შემთხვევაში კალორიებისა და ცხიმების მინიმალური რაოდება იწვება. უმჯობესია მივირთვათ 5-6-ჯერ დღეში (ყოველ 3 საათში მთელი დღის განმავლობაში) მაგრამ ცოტა რაოდენობით.
  1. ვარჯიში. გვერდს ვერ ავუვლით-თუ მართლა გინდათ იყოთ ჯანმრთელი, ვარჯიში მთავარი ფაქტორია. გამოკვლევებმა დაამტკიცა რომ ჩვეულებრივ აერობიკულ ვარჯიშებს შეუძლიათ არამხოლოდ წონის გაკონტროლება არამედ დიაბეტის ორივე სახეობის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება. ვარჯიში ძალიან სასარგებლოა სხეულის ნებისმიერი ნაწილისათვის და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რათქმაუნდა ვარჯიშის გარდა აუცილებელია ფეხით სიარული. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სხეული ხშირად იყოს მოძრაობაში და არ მოვდუნდეთ.

    ფოტო: igotyaback.com

  1. ნორმალური ძილი.  ძილის ნაკლებობა შეიძლება  სტრესის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დაავადებებზე. ზრდასრული ადამიანესათვის 7-8 საათი ძილი საკმარისია. ამის შესახებ უმეტესობა ჩვენთაგანმა იცის თუმცა ხშირად გვავიწყდება.

    ფოტო: tiptoptens.com

თუ თქვენ დღესვე დაიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების ამ უმარტივესი კომპონენტების შესრულებას, მაშინ მერწმუნეთ, ცოტა ხანში ეს ყველაფერი თქვენს ყოველდღიურობად იქცევა.                                                                                                                                                  

თემატური პოსტი: მოგიწოდებთ ჯანსაღი ცხოვრებისაკენ 

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on August 6, 2011, in რჩევები, ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. კარგი პოსტია🙂

  2. მართლა ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება მაგრამ რა ვქნა რომ მაინც ვერ ვახერხებ? ჯანსაღი ცხოვრება საჩემო არაა. : )

  3. magdakharchilava

    kargi postia:) dzalian damexmara🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: