7 უფასო აპლიკაცია რომელიც რეალურად დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში

ფოტო: appleiphone.co

წარმოიდგინეთ: თქვენ არ იხდით არანაირ თანხას, არ გიწევთ სავარჯიშო დარბაზში სიარული, არ ქირაობთ კერძო ტრენერს მაგრამ მაინც ახერხებთ წონაში დაკლებას. კარგი შემოთავაზებაა არა? თუ თქვენ ხართ აიფონის მფლობელი და ხელი მიგიწვდებათ ეფლის ელექტრონულ მაღაზიაზე თქვენ შეგიძლიათ 10 უფასო აპლიკაციის დახმარებით დაიკლოთ წონაში ძალიან მაგარი, ინოვაციური და მარტივი გზებით. გადმოიწერეთ ეს აპლიკაციები და ჩადექით თქვენ სასურველ ფორმაში…

  1.Calorie Counter & Diet Tracker

გაინტერესებთ რამდენ კალორიას შეიცავს თქვენ მიერ მიღებული საკვები? მაშინ ეს პროგრამა თქვენთვის ზედგამოჭრილია.  როდესაც თქვენ შეიყვანთ თქვენს მიერ მიღებული საკვების დასახელებას, პროგრამა ავტომატურად ითვლის კალორიების რაოდენობას. დღის ბოლოს კი თქვენთვის ცნობილი გახდება რა რაოდენობის კალორია მიიღეთ . ასე თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ კალორიების რაოდენობა თქვენს ორგანიზმში.

  2.Calorific Lite

ფოტო: makeuseof.com

 

საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გასწავლით რომელი საკვებია არაჯანსაღი და რომელი ჯანსაღი.არაჯანსაღი საკვები აღნიშნულია წითელი ფერით ჯანსაღი კი მწვანით.  თქვენ ყოველდღიურად გააკეთებთ ჩანაწერს თუ რომელი საკვები მიირთვით, კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდება რომელი ფერი ჭარბობს თქვენს კვებით რაციონში- წითელი თუ მწვანე. თუ აღმოაჩენთ რომ წითელი,  თქვენ აუცილებლად ეცდებით შეცვალოთ მაჩვენებელი და მწვანე ფერს რეიტინგი აუმაღლოთ რაც ჯანსაღი საკვების მიღებით უნდა გამოიხატოს.

    3. Nike Training Club 

ეს პროფესიონალური აპლიკაცია პერსონალური ტრენერის მსგავსია მხოლოდ, ამჯერად თქვენს მობილურ ტელეფონში. პროგრამაში წარმოდგენილია სამოცამდე სახის ვარჯიში რომელთა ავტორი რამოდენიმე  ცნობილი ტრენერია. ერთ-ერთი მათგანი მუშაობს ისეთ სელებრითებთან როგორიც ლი მიჩელი და რიანაა.  მოკლედ, ნამდვილად ღირს ამ აპლიკაციის ჩამოქაჩვა. როგორც კი მის გამოყენებას დაიწყებთ მაშინვე მიხვდებით , რომ თქვენ ნამდვილად კარგ ხელში ხართ. თანაც ყველაფერთან ერთად ამაზე  აპლიკაციის სახელიც მეტყველებს – Nike!

 4. RunKeeper

აპლიკაცია განკუთვნილია მათთვის ვინც უპირატესობას სირბილს ანიჭებს. თუ თქვენ არ იცით როგორ გაზომით თქვენი ყოველდღიურად ზრდადი წარმატება სირბილში ეს პროგრამა დაგეხმარებათ.  იგი ითვლის ყველაფერს: გავლილ მანძილს, დახარჯულ დროს, დამწვარ კალორიებს და ა.შ. runkeeper.com-ზე კი  შეგიძლიათ თქვენი მიღწევები მეგობრებს გაუზიაროთ.

5. Daily Cardio Workout

ფოტო: appfinder.lisisoft.com

ყოველდღიური ვარჯიშები ერთი და იგივე მოძრაობებით ალბათ ყველასთვის მოსაწყენია.  ამ აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ ვარჯიშები ყოველდღიურად განაახლოთ. თავისუფალი დროის მინიმალური რაოდენობის დროსაც კი ჩართეთ პროგრამა და აირჩიეთ უამრავი ვარჯიშიდან რომელიმე. აქ ასევე შეგიძლიათ უყუროთ სასწავლო ვიდეობს და გაიმეოროთ იქ ნაჩვენები მოძრაობები.

  6. YOGA free

ფოტო: iphoneappcafe.com

იოგა – ეს არ არის მხოლოდ სტრესისგან განთავისუფლებისა და სულიერი სიძლიერის მოპოვების არაჩვეულებრივი გზა. იგი ასევე გვეხმარება წონის გაკონტროლებაშიც. ამ აპლიკაციაში არსებული სურათების, აუდიო მასალის  და ვიდეოების დახმარებით, შესაძლებლობა გეძლევათ სწორად შეისწავლოთ იოგას 250 პოზა. ამ პროგრამით მიღწეული წარმატებები შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს ფეისბუქსა და ტვიტერზე.

7. Get in Shape

Get in Shape- ეს არის აპლიკაცია დიეტების ნაკრებით სადაც შედის სხვა და სხვა სახის დიეტები დაწყებული 2 დღიანით დამთავრებული 28 დღიანით. ასევე 30 ვარჯიში  ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალით.  ამ პროგრამის დახმარებით დიეტის დაცვა ძალიან გაგიადვილდებათ.


About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on August 7, 2011, in რჩევები, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. მშვენიერი ჩამონათვალია. Runkeeper, Nike, და Calorific Lite უკვე გადმოვიწერე! მადლობთ მიმოხილვისთვის!

  2. მე ვერ გამოვიყენე ვერცერთი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: