ნარკოტიკული ნივთიერებები – როგორ მოქმედებენ ისინი

ფოტო: fotolia.com

 ადამიანის ტვინის ფუნქციონირებაში გადამწყვეტი როლი მედიატორებს ენიჭებათ. ამიტომ მათი მოქმედების დარღვევამ, შესაძლოა, ღრმა ცვლილებები გამოიწვიოს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში.

ერთ-ერთი მათგანი სეროტონინია. ის გავლენას ახდენს ყურადღების, განწყობისა და ემოციების ფორმირებაზე. სეროტონინს სიხარულის, ბედნიერების მედიატორსაც უწოდებენ. ტვინის ერთ-ერთი სხვა მედიატორის- დოფამინს სეროტონინის საწინააღმდეგო გავლენა აქვს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ უმძიმესი დაავადება- შიზოფრენია, რომელიც ღრმა დეპრესიით ხასიათდება, შესაძლოა სეროტონინის ნაკლებობით ან მედიატორ დოფამინის სიჭარბით იყოს გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებიც თავის გავლენას თურმე ნეირომედიატორებზე ზემოქმედებით ახორციელებენ.  მაგალითად მარიხუანა, სეროტონინის რეცეპტორს უკავშირდება და ადამიანი ეიფორიულ მდგომარეობაში გადადის-მხიარულია, აქვს კმაყოფილებისა და კეთილდღეობის გრძნობა, რომელიც ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია. ამ ნარკოტიკის ხანგრძლივად გამოყენება უშვილობას, ტვინის დაზიანებასა და ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს. მარიხუანას მომხმარებელს გზაჯვარედინზე მდგომ ნარკომანს უწოდებენ, რადგან სხვა ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ადრე მარიხუანას ხმარობდა.

ნარკოტიკი კოკაინი დოფამინის მოქმედებას აძლიერებს. ამიტომ ნარკომანს კოკაინის მიღების შემდეგ მხოლოდ მცირე ხნით ეუფლება ეიფორია, რომელიც შემდეგ ღრმა დეპრესიით, დაღლილობით, გამოფიტვისა და განადგურების შეგრძნებით ეცვლება.

თავის ტვინში აღმოჩენილია მედიატორები, რომლებიც ტკივილის შეგრძნებას გვითრგუნავს. მათ ენდორფინები უწოდეს.

ნარკოტიკული ნივთიერებები- ჰეროინი და მორფინი სწორედ ამ „ბუნებრივი ნარკოტიკების“ რეცეპტორებს უკავშირდება. ამის შედეგად ნარკომანს უქრება ტკივილის შეგრძნება და სიმშვიდისა და სიამოვნების განცდა ეუფლება. მაგრამ ნარკოტიკის მიღებისას ორგანიზმი „საკუთარ ტკივილგამაყუჩებელს“ უკვე ნაკლები რაოდენობით გამოყოფს. ამიტომ ნარკომანი იძულებულია მუდმივად მიიღოს ნარკოტიკი და მასზე დამოკიდებული ხდება, რადგან მის გარეშე თავს ძალზე ცუდად გრძნობს : აქვს სპაზმური ტკივილები, ჭარბოფლიანობა, კანკალი, გულისრევა, ღებინება. მორფინის მაღალი დოზებით მიღება სიკვდილს იწვევს.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on August 8, 2011, in სხვადასხვა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. კარგი პოსტია

  2. Dsalian sainteresoa!! Thumbs up!!

  3. ცოტა რთული ტერმინები კი არის პოსტში მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი გასაგებია . ასე რომ კარგი პოსტია🙂

  4. მიხარია რომ მოგეწონათ🙂

  5. saintereso postia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: