ჯანსაღი ცხოვრება ბათუმში

თუ ბათუმში ისვენებთ ან აპირებთ დაისვენოთ, დამერწმუნეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.  ამ ულამაზესს ქალაქში მრავლად არის ისეთი ადგილები რომელიც ხელს შეგიწყობთ არ დაივიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება.  ზოგი მათგანი სრულიად უფასოა, ზოგიც მინიმალური თანხის გადახდის შემდეგ გადმოვა თქვენს განკარგულებაში.

1. ბათუმველო


ბათუმველო საშუალებით თქვენ შეგიძლიათ 2 ლარად ერთი საათი ისეირნოთ ველოსიპედით. ბათუმველოს სადგურები მთელ ბულვარშია. თქვენ შეგიძლიათ ველოსიპედი ერთ სადგურში დაიქირავოთ და 10 სხვა სადგურიდან ნებისმიერში ჩააბაროთ.
მაგრამ ამ ახალ სერვისს ერთი დიდი მინუსი აქვს. ველოსიპედების დასაქირავებლად გჭირდებათ სპეციალური “ველო-ბარათი”. ბარათზე არსებული თანხის საშუალებით ველოსიპედს მოხსნით. თუმცა იმისათვის რომ საინფორმაციო ცენტრში (რომელიც ბულვარში რამდენიმე ადგილზეა)ეს ბარათი აიღოთ, ელექტრონული ანგარიშწორება დაგჭირდებათ. ანუ ნაღდი ფულით ეს სერვისი ხელმისაწვდომი არ არის.

2. უფასო ტრენაჟორები

ბათუმის ბულვარის მთელ ტერიტორიაზე 5 ადგილას არის მოწყობილი ტრენაჟორები რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და რაც მთავარია უფასოდ.ამგვარ სკვერებში სავარჯიშო ტრენაჟორების დიდი არჩევანია და შეგიძლიათ თავისუფლად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და ვარჯიშს შეუდგეთ.

ეს პოსტი შეიძლება ცოტა დაგვიანებულია მაგრამ დარწმუნებული ვარ სექტემბერშიც ბევრი აპირებთ ბათუმში დასვენებას, მითუმეტეს რომ არაჩვეულებრივი ამინდებია .🙂

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on August 30, 2011, in რჩევები, ჯანსაღი ცხოვრება. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ბათუმველოთი 1 საათი 2 ლარი ღირს, ბარათის ასაღებად მინიმუმ 20 ლარი უნდა შეიტანო ანგარიშზე და ნაღდი ანგარიშსწორება მალე იქნება ხელმისაწვდომი. უფრო დაწვრილებით იხ. ლინკზე – http://wp.me/p1h11N-mc

  2. მადლობა ინფორმაციისთვის : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: