Monthly Archives: სექტემბერი 2011

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ და საქართველოს განვითარების სააგენტოს – ”ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” – დამფუძნებელმა ლიანა სირაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე დაესწრო.

მემორანდუმის მიზანი ბავშვთა და მოზარდთა ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობაა.

ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის  საერთო სტრატეგია   მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს. სტრატეგია ასევე დაეხმარება პედაგოგებსა და მშობლებს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობის განხორციელება, კერძოდ:

  • საქართველოს ბავშვებისა და მოზარდებისათვის  ადაპტირებული სასწავლო მასალის შემუშავება;
  • ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების სწავლების დამკვიდრების საერთაშორისო პროცესებში ჩართვა;
  • სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • მასწავლებელთათვის მეთოდოლოგიური მასალის შექმნის ხელშეწყობა;
  • ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით რიგი ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.
Advertisements

ვეგეტარიანელები ვიტამინების ნაკლებობას განიცდიან?!

დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ვეგეტარიანელია. ისინი საკვებად მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს იყენებენ. ასეთი რაციონი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით ვერ ამარაგებს და ექიმთა უმრავლესობა ასეთ კვებას არასრულფასოვნად მიიჩნევს.

ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა ლაკოვეგეტარიანული დიეტა, რომელშიც კვერცხი და რძის პროდუქტებიც შედის. კვების ასეთი სისტემა ორგანიზმს სათანადო რაოდენობით ცილებით უზრუნველყოფს, ასევე – კალციუმით, რომელსაც ვეგეტარიანელთა რაციონი მოკლებულია.

მცენარეული საკვები ასევე ღარიბია B12 ვიტამინით – ხორცეულის სიკეთე და სიავე.
რა არის ცუდი ხორცეულში, რომელზეც ვეგეტარიანელები უარს ამბობენ? ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომლის ჭარბი მოხმარებაც მიოკარდიის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის.

განაგრძე კითხვა ►

წიგნის კითხვის მანერა და ხასიათი

ფოტო: worldgallery.co.uk

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ბუნება თითოეულ მის ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ვლინდება. თურმე, იმისდა მიხედვით, თუ კითხვისას როგორ ზიხარ, შენი ხასიათის თავისებურებები ჩანს.

კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავს

ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხარ. შეგიძლია ყველგან და ყოველთვის აკონტროლო და მართო შენი ემოციები. “რკინის ნიღბის” მიღმა იფარება შენი მისწრაფება – წინასწარ დაიცვა თავი გარშემო მყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვი, განიტვირთე, მიიხედ-მოიხედე და დარწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია.

განაგრძე კითხვა ►

გაუმკლავდით საკუთარ კომპლექსებს

მოზარდებს ხშირად უვითარდებათ თვითშეფასების კომპლექსი. საქმე ის არის, რომ ზოგს გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ზოგს კი, პირიქით, ისე ტანჯავს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, რომ წარმატებების მიღწევაში ხელს უშლის. რას განიცდიან მოზარდები ყველაზე ხშირად?

ისეთი არ ვარ, როგორიც ის

რატომ ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ყველაზე ხშირად არა – ჩვენ სასარგებლოდ? ყველაფერი ძალიან მარტივია. როცა ტესტოსტერონის დონე თითქმის ნულის ტოლია, ნაღველი გვეძალება და თავში ასეთი აზრი გაგვიელვებს: “მე რომ მასავით ლამაზი ვიყო…”

“ამდენი ფული მე არასოდეს მექნება…” თუ ამგვარ ფიქრებს დროულად არ აღკვეთთ და ნათელ აზროვნებაზე არ გადაერთვებით, ნაღველი ვირუსის მსგავსად ღრმად შეაღწევს და თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა დაანგრევს.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, მამაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, სხვებთან თავის შედარება არ ახასიათებთ და, თუ შეადარებენ, როგორც წესი, თავიანთ სასარგებლოდ. ქალები კი ამ სენით ათიდან ცხრა შემთხვევაში იტანჯებიან.

თუ ჩვენი ბებიები სახლსა და ოჯახზე იყვნენ კონცენტრირებულნი და სხვებისათვის რაიმეს მტკიცებას არ ცდილობდნენ, თანამედროვე ქალი გარშემო მყოფთა თვალში ყველაფერში სრულყოფილი უნდა იყოს.

განაგრძე კითხვა ►

ინტერნეტდამოკიდებულება

ფოტო: heimishheadlines.com

კომპიუტერის მავნეობაზე საუბრისას მშობლები უმთავრესად მხედველობის დაზიანებას ან გაკვეთილების მოუმზადებლობას გულისხმობენ. უმრავლესობამ არ იცის, რა მასშტაბის ზიანი მოაქვს მრავალრიცხოვან ომებს კოსმოსურ ურჩხულებთან და წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინტერნეტდამოკიდებულება. აი კომპიუტერული დამოკიდებულების ზოგიერთი ნიშანი:

  • ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული ეიფორია;
  • ინტერნეტის გამო უარის თქმა ჭამასა და ძილზე;
  • ეკრანთან მრავალი საათის გატარება;
  • მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება;
  • ელექტრონული ფოსტის განუწყვეტლივ შემოწმების სურვილი;
  • საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესის დაკარგვა, ახლობელთა სათხოვრის იგნორირება;
  • გაღიზიანება, როცა ვინმე ან რამე აიძულებს მათ, ინტერნეტს მოსწყდნენ.

მოზარდები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, გვიან ღამემდე, ზოგჯერ დილამდეც კომპიუტერთან სხედან და გამოუძინებლები რჩებიან, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. თუ ბავშვი მუშაობს არა ახალი თაობის მონიტორთან, არამედ ძველთან, ის განიცდის მაღალი ხარისხის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებას და იმყოფება ელექტროსტატიკური ველის მოქმედების ზონაში. ეს ველი ფანტავს ეკრანზე მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც აზიანებს სახის კანსა და თვალებს. მართალია, კონდიციონერი, იონიზატორი, მტვერსასრუტი, მტვრის ფილტრი და სველი წესით დალაგება ამცირებს მათ მავნე ზემოქმედებას, მაგრამ უმჯობესია, მიზეზი მოსპოთ. კომპიუტერთან დიდხანს უძრავად ჯდომა ტვირთავს კისერს, ზურგს, კიდურებს, იწვევს სახსრებისა და თავის ტკივილს, ადუნებს კუნთოვან სისტემას, აუარესებს აღნაგობას.

განაგრძე კითხვა ►

ასეთ დიეტაზე ჯერ არ ყოფილხართ- გახდომის 10 საინტერესო რეცეპტი

ფოტო: thedietsolutionprogramreviewedx.net

წონის დაკლებისთვის მხოლოდ კვების  შეზღუდვა არ კმარა. გთავაზობთ არანაკლებ ეფექტურ დამატებით რეცეპტებს გასახდომად.

1. მოახდინეთ ფერთა რევოლუცია

მოიმარჯვეთ სარებავები და “ხატეთ” თქვენი იდეალური ფორმები. შემთხვევით არ ასოცირდება ყვითელი დახვეწილობასთან.

ის მოდურ პრეპარატებზე ნაკლებად არ ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და აკონტროლებს წონას. ასე რომ, შექმენით მეტი ყვითელი კოლორი ირგვლივ!

შემჩნეული გექნებათ: იმ რესტორნების დიზაინში, სადაც შვედური მაგიდაა, ლურჯი სჭარბობს. მიირთვით საჭმელი მოლურჯო-მწვანე თეფშიდან და მცირე ულუფებითაც დაკმაყოფილდებით.

თუ დააკვირდებით, ბუნებაში არ არსებობს ლურჯი ფერის საკვები პროდუქტი და ცხოვრებაში ეს ფერი მომატებული მადის დასაქვეითებელ ბუნებრივ საშუალებად ითვლება.

აი, სტაფილოსფერი კი პირიქით – მადას აღძრავს. ცისფერიც ხელს უშლის გახდომის პროცესს. ასე რომ, თუ გინდათ, უფრო თხელი გამოჩნდეთ, მოაშორეთ გარდერობიდან ცისფერი ჯინსი და მაისურები.

განაგრძე კითხვა ►

რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას

ფოტო: proptacademy.co.uk

მოხდენილი სხეულის ძიებაში ქალბატონები ხშირად საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. სპეციალისტები ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რეკომენდაციასაც გვთავაზობენ.

ყველაზე მოკლე გზა – შიმშილი

ამ გზით გაჯანსაღება შესაძლებელია, მაგრამ წონაში დაკლება – არა. შიმშილის შემთხვევაში თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, წონაში სწრაფად იკლებთ, მაგრამ ცოტა ხანში ორმაგს იმატებთ და უკვე ძალიან გიჭირთ ფორმაში ჩადგომა. თუ ძალიან გსურთ იშიმშილოთ, ეცადეთ, ეს ორ-სამ დღეზე მეტხანს არ გააგრძელოთ.

განაგრძე კითხვა ►

ყველაზე საშიში დიეტები

ფოტო: geniusbeauty.com

მოხდენილი სხეული ბევრი ქალბატონის ოცნებაა. რას აღარ მიმართავენ მანდილოსნები ამის მისაღწევად – ვარჯიშებს, მედიკამენტებს და რა თქმა უნდა, დიეტებს.

დღესდღეობით უამრავი დიეტა არსებობს: კომბოსტოს, გრეიპფრუტის, კრემლის, ჩინური, სითხის და ა.შ. თუმცა ამ დიეტების უმრავლესობა არ იძლევა დადებით ეფექტს (ან ძალიან მოკლევადიანს), ამავე დროს ქალბატონები, რომლებიც ასეთ დიეტებს რეგულარულად იცავენ, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას.

გავარკვიოთ, რომელი დიეტაა სახიფათო ჯანმრთელობისთვის და როგორ უკეთესია ვიკვებოთ იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში? წარმოგიდგენთ დიეტებს, რომლებსაც უმჯობესია, გვერდი ავუაროთ.

განაგრძე კითხვა ►

ჯანმრთელობის მენიუ -რძის პროდუქტები

ფოტო: dairyguideline.com

რძეს სიცოცხლის წვენს უწოდებენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი პირველი და მთავარი საკვები სწორედ რძეა. ის ადამიანისთვის ყველა აუცილებელ ნივთიერებას, ბევრ ვიტამინსა და მოკროელემენტს შეიცავს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის სპეციალური ცილა, რომელიც ორგანიზმის მიერ ბევრად უფრო კარგად შეითვისება, ვიდრე ხორციდან.

დამტკიცებულია, რომ უცხიმო რძის პროდუქტების რეგულარულად მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ინსულტი, ჰიპერტონია)რისკს 50%-ით ამცირებს. ცილების სრული კომპლექსის წყალობით, რომელთა შორისაა გლობულინი, რძე ჩვენს დამცავ ძალებს აძლიერებს და ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს.

განაგრძე კითხვა ►

სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები

ფოტო: healthplusrx.com

ადამიანის ორგანიზმისთვის ვიტამინები რომ აუცილებელია, ეს ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია.  მაგრამ ყველა ორგანოსა და სისტემას გამართული მუშაობისთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მაკრო და მიკროელემენტები. სწორედ ამ პაწაწინა “აგურებისგან” იგება ჩვენი ჯანმრთელობა.

პრობლემები მეხსიერებასთან და ყურადღებასთან, ცუდი განწყობა, ცხოვრებისეული ტონუსის დაქვეითება, ქრონიკული დაავადებები- ყველაფერი ეს შეიძლება რაციონში ამ განსაკუთრებული ნივთიერებების ნაკლებობის შედეგი იყოს. მათი მონაწილეობის გარეშე გაცვლითი პროცესები პრაქტიკულად შეუძლებელია. მართალია, ორგანიზმს ისინი ძალიან მცირე დოზით ესაჭიროება, მაგრამ ერთი რომელიმე მათგანის დეფიციტს შეუძლი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. მიკროელემენტების განსაზღვრა თმის ანალიზით ხდება.

გაგაცნობთ 12 სტრუქტურულ მიკროელემენტს. ადამიანის სხეული სწორედ მათგან შედგება.

განაგრძე კითხვა ►