ჟოლო

ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. საინტერესოა, რა არის მასში ასეთი უჩვეულო?

 

1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

2.
 გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP დაB2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.

3.
 დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდება.

4.
 ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

5.
 C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.

6.
 სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება აქვს.

8.
 შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ანგინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.

9.
 ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.

ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისგან განსხვავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა. იმისთვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.

ჟურნალი “რეიტინგი”

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 9, 2011, in ჯანსაღი საკვები and tagged , , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. Xvalve vkidulob!!!!
    Kargi infoa!!

  2. ბუნებრივ ასპირინს შეიცავს და ამიტომ აქვს სიცხეზე დადებითი ჩვენება🙂 ისე კილო 10 ლარი თუ მეტი ღირდა წელს.🙂

  3. მე ეზოში მაქვს :p🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: