ხილ-ბოსტნეულსაც შეუძლია ორგანიზმს ზიანი მიაყენოს

ფოტო: yes-zim.com

ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ნაკლები ტკბილი, ცხიმიანი, შებოლილი და მარილიანი პროდუქტები მოვიხმაროთ. მათ ნაცვლად ხილსა და ბოსტნეულს მივეძალოთ. რა თქმა უნდა, ეს წესი ყველასთვისაა. მაგრამ, როგორც ნებისმიერ კანონს, გამონაკლისი ამ პრინციპსაც აქვს.
დიეტოლოგების მტკიცებით, უმი ხილი და ბოსტნეული-ეს არის “ცოცხი” ორგანიზმისთვის. უჯრედისებით მდიდარი ეს ბუნებრივი ძღვენი ჩვენი ნაწლავების “ხარახურით” ავსებულ “კორიდორებს” წმენდს, იქ სისუფთავესა და წესრიგს ამყარებს. მაგრამ სანამ ამ სასარგებლო ნატურალურ პროდუქტებს დავეწაფებით, საჭიროა ორგანიზმის ზოგიერთი თავისებურების გათვალისწინება. მაგალითად, სტაფილო, ყაბაყი, ბოლოკი, წიწაკა, ჭარხალი ადამიანებმა, რომლებსაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქვთ, მხოლოდ ორთქლზე მოხარშული უნდა მიირთვან. არის დაავადებები, რომელთა დროს გარკვეულ ბოსტნეულსა და ხილს შეუძლია ზიანი მოგვიტანოს,იმის მიუხედავად, უმად მიცირთმევთ თუ მოხარშული სახით.
გთავაზობთ ისეთი ხილ-ბოსტნეულის ჩამონათვალს, რომელთა მიღება უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:

ტკბილი წიწაკა- გულის დაავადებები, ჰიპერტონია; კარტოფილი, ჭარხალი და ბოლოკი-დიაბეტი, სიმსუქნე; ისპანახი და მწვანე სალათა-პოდაგრა, თირკმელში კენჭები,ქრონიკული პოლიტი; პომიდორი-ქოლეცისტიტი; მწვანე ხახვი, ბოლოკი, თალგამი- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პანკრეატიტი, კუჭისა და ნაწლავების ანთება; ოხრახუში-ნეფრიტი, მწვავე ცისტიტი, პოდაგრა; კამა-ჰიპოტონია(დაბალი წნევა); ნიორი- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლლის და თირკმლების დაავადებები;
საზამთრო- თირკმლებში კენჭები, შაქრიანი დიაბეტი,კოლიტი; ყურძენი,ლეღვი,ფინიკი,ალუბალი,ბალი,ქლიავი-დიაბეტი,სიმსუქნე; მჟავე ბროწეული და ფორთოხალი-კუჭის მომატებული მჟავიანობა, ენტეროკოლიტი; გარგარი და ატამი- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მწვავე გასტრიტი; ვაშლი-მეტეორიზმი(აირების დაგროვება; ქაცვი-ნაღვლის ბუშტის,კუჭნაწლავის ტრაქტის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები; ხურტკმელი, წითელი მოცვი, შტოში- კუჭის წყლული, ღვიძლის დაავადებები; შავი მოცხარი და ცირცელი- თრომბოზი (სისხლის მომატებული სიბლანტე); ჟოლო-ალერგია.
სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობა და მხოლოდ თქვენთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

About these ads

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 10, 2011, in რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , . Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: