ალბინიზმი

ფოტო:shors.me

   ! ამ მასალას არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესთან !

ალბინიზმი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტების თანდაყოლილი უქონლობაა. მიიჩნევა, რომ ალბინიზმით დაავადებულთა კანში მელანოციტები (მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) ნორმალური ოდენობით არის (მელანინი განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომელზეც არის დამოკიდებული ქსოვილის შეფერილობა); დაავადებას მისი სინთეზისთვის საჭირო ფერმენტის თიროზინაზის უქონლობა ან ბლოკადა იწვევს.

თიროზინაზაზე პასუხისმგებელ გენებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა დარღვევა მოხდეს. ალბინიზმის შემთხვევაში ამ დარღვევის ხასიათზეა დამოკიდებული მელანინის უკმარისობის ხარისხი. არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს აღენიშნება ასეთი დარღვევები, მაგრამ ალბინიზმი არ უვითარდება.

ალბინიზმი ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. ზოგჯერ უპირატესად თვალის ფერადი გარსის შეფერილობის ინტენსივობა იკლებს, ზოგჯერ კი კანისაც, თმისაც და თვალის ფერადი გარსისაც. შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს ბადურა გარსში, ჩამოყალიბდეს მხედველობის სხვადასხვაგვარი დარღვევა, მათ შორის – ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი, ასევე – სინათლის მიმართ მგრძნობიარობის მატება და სხვა ანომალიები.
ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ თეთრი კანი (ეს განსაკუთრებით თვალში საცემია არაევროპეიდული რასის წარმომადგენლებში), თეთრი (ან ქერა) თმა და წითელი თვალები.
ალბინიზმი სრულიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. განასხვავებენ ნაწილობრივი ალბინიზმის რამდენიმე სახეს:

  • კანის ალბინიზმი – კანის ზოგიერთ უბანში პიგმენტის თანდაყოლილი უქონლობა, რასაც ამ ადგილებში თმების სითეთრე სდევს თან;
  • თვალის ალბინიზმი – კანისა და თმის ფერი ჩვეულებრივია, თვალის ფერად გარსში კი პიგმენტები არ არის.

ალბინიზმის მკურნალობა უშედეგოა. მელანინის ნაკლებობის აღდგენა და მხედველობის დარღვევების ნორმალიზება შეუძლებელია. ავადმყოფს ეძლევა რეკომენდაცია, ერიდოს მზეს, ხოლო მზეზე გასვლისას გამოიყენოს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფილტრი, მუქი სათვალე ან ლინზები (ჩვეულებრივ, ამ ფუნქციას მელანინი ასრულებს). სიელმის შემთხვევაში თვალის მამოძრავებელი კუნთის კორექციის მიზნით ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ. ბადურა გარსსა და თვალის ნერვში არსებული პათოლოგიის აღმოფხვრა არ ხერხდება.

ფოტო: knowlton-family.co.uk

ფოტო: knowlton-family.co.uk

ფოტო: knowlton-family.co.uk

ფოტო: reuters.com

შავკანიანი ალბინოსი ფოტო:shors.me

 თეთრი ცხოველები ოდითგანვე ითვლებოდნენ მაგიურად. ალბინოსი ფრინველები და ცხოველები სრულიად თეთრები არიან, ნისკარტიდან კუდსა და კლანჭებამდე, რქებიდან ჩლიქებამდე. ალბინიზმი გახლავთ მოცემული სახეობისთვის ნორმალური პიგმენტაციის, შეფერილობის უქონლობა. ხოლო ალბინოსი, ამ ნიშნების მქონე ადამიანი, ცხოველი, მცენარე და სხვა.

ფოტო:shors.me

ფოტო:shors.me

ფოტო:shors.me

 

ცნობილი ალბინოსები

  

მუსიკოსი Johnny Winter ფოტო:wikipedia.org

მუსიკოსი Salif Keita ფოტო: wikipedia.org

მოდელი Connie Chiu ფოტო:fashionmodeldirectory.com

რეპერი ბერა ფოტო:facebook.com/beraofficial

 

ტექსტი მომზადებულია mkurnali.ambebi.ge  და shors.me-ზე არსებული მასალის მიხედვით.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 11, 2011, in რჩევები, სხვადასხვა and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ძალიან კარგი პოსტია.

  2. მართლა კარგი პოსტია🙂
    ისე,ჩვენში საკმაოდ იშვიათია მგონი

  3. რაღაცნაირად არაბუნებრივები არიან. მაგრამ ბერა მაინც მიყვარს❤

  4. Bera yvelazelamazi albinosii <3333 araqvs tumca beras witeli tvalebi…o.O

  5. vaime bera chemo sicocxle.. yvelaze d ayvelaferze metad miyvarxar…❤ yvelaze gamorcheuli da gansakutrebulixar..❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: