გახდომა შავი ჩაისა და ლურჯი მოცვის დახმარებით

ფოტო: lookfordiagnosis.com

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონაში დაკლება შავი ჩაის რეგულარული გამოყენებით შეიძლება.

შავი ჩაი მოხდენილ გარეგნობას დაგიბრუნებთ, მთავარია, მას რძე არ დაუმატოთ. როგორც აღმოჩნდა, რძე შავ ჩაის მთლიანად უკარგავს სასარგებლო თვისებებს.

შავი ჩაი შეიცავს თეაფლავინსა და თეარუბიგინს, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების მიერ ცხიმების შეწოვის პროცესს. რძეში შემავალი პროტეინები კი, პირიქით, ანეიტრალებენ შავი ჩაის თვისებას, ხელი შეუშალოს კილოფრამების მატებას.
ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ იაპონელი მეცნიერები ცდილობენ, შექმნან ჩაის ახალი ჯიშები, რომლებშიც ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით იქნება თეაფლავინი და თეარუბიგინი.

ამერიკელმა მეცნიერებმა კი გამოიკვლიეს, რომელი კენკრა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობაზე. ასე რომ, მათ დაასახელეს მცენარე, რომელსაც “უნივერსალური ცხიმების დამწველის” სტატუსი მიანიჭეს.

მოკლედ, თუ გსურთ წონაში დაიქლოთ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ ლურჯი მოცვი. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ეს კენკრა არა მარტო ხელს უშლის ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას, არამედ ამცირებს უკვე არსებულსაც. ასე რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ლურჯი მოცვის ყოველდღიურად გამოყენება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობას 73-80%-ით ამცირებს.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 13, 2011, in რჩევები, ჯანსაღი საკვები and tagged , , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. შავი ჩაი… ანუ წითელი, ხომ?
    რა ვიცი, მაგ პერიოდში, როცა ვსვამდი, (ჩვ. ვჭამდი) უფრო მოვიმატე😦

  2. ხო, წითელი ჩაი : ) ყველა ადამიანს ინდივიდუალური ორგანიზმი აქვს. ალბათ შენზე პირიქით იმოქმედა🙂 თუმცა უმეტესობას წონაში დაკლებაში და არსებული წონის (თუ სასურველია რა თქმა უნდა) შენარჩუნებაში ეხმარება.

  3. სად შეიძლება ვიყიდო შავი ჩაი და ლურჯი მოცვი?🙂

    • მანანა, “თერნარის მწვანე ჩაი” აკეთებს ბრენდირებას და ახლა გამოდის ბაზარზე, მე ველოდები მის გამოსვლას. ვნახოთ რა გამოვა🙂 მეც უნდა ვცადოო :))

  4. ბაზარში (ნებისმიერ ქალაქში)🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: