ყავა – დავლიოთ თუ არა?

ფოტო: healthysociety.org

ჩვენს მაგიდაზე ყავა რომ გაჩნდა, ეს ეთიოპიის მცხოვრებთა დამსახურებაა. სწორედ აფრიკის ამ ქვეყანაში შენიშნეს, რომ თხები, რომლებიც მთის ბუჩქის ტოტებიდან კენკრას მიირთმევდნენ, საოცრად ენერგიულები გახდნენ. ადამიანებმა გადაწყვიტეს, ეს საოცარი ნაყოფი გაესინჯათ. შეცდომებისა და მოსინჯვების მეთოდით, ამ კენკრისგან არომატული სასმელი მოამზადეს, რაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

თანამედროვე მეცნიერთა აზრით, ყავა სრულიად უსაფრთხო სასმელი არ არის. მთავარია ზომიერებიც დაცვა. მეცნიერები თვლიან, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავა ჯანმრთელობას არ ვნებს.

ყავაში არსებული კოფეინი გულისცემას აჩქარებს და წნევას მაღლა სწევს. ადამიანებში, რომლებიც დღეში 5-6 ფინჯან ყავას მიირთმევენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 75%-ით იზრდება. უნდა იცოდეთ,რომ მაგარი ყავის უზმოზე დალევა არ შეიძლება- კუჭის წვენის მჟავიანობას ამაღლებს და ვიტამინების შეთვისებას ხელს უშლის. ამიტომ უმჯობესია, საუზმე ფინჯანი ყავით არ დაიწყოთ.

არ შეიძლება ყავისა და სიგარეტის შერწყმა. მათი ერთდროულად მოქმედება გულისთვის უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე ერთ-ერთი მათგანის ზემოქმედება. სისხლში კოფეინის მოხვედრა აორტის ელასტიკურობას ამცირებს, სისხლქის მწებვარობას და წვრილი სისხლძარღვების შეკუმშვას ზრდის, რაც ერთობლივად გულზე დატვირთვას აძლიერებს.

მაგრამ ყავას მრავალი პლუსიც აქვს. კოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის საქმიანობას ასტიმულირებს, შრომისუნარიანობასა და ტვინის მუშაობას ზრდის. დღეში 1-2 ფინჯანი ყავა ყურადღების კონცენტრაციას ეხმარება და სამუშაოდ განაწყობს. სტომატოლოგთა მტკიცებით, ყავა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სტაფილოკოკის ბაქტერიების კბილებზე მიკვრას ხელს უშლის და კარიესისგან იცავს. ყავა ასევე შეიცავს ანტიმჟანგავებს. ეს ნივთიერებები დაბერების პროცესს ანელებენ, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავენ.

რომელი შევარჩიოთ? ნატურალურობის თვალსაზრისით, დაფქული ყავა ხსნად ყავას ასი ქულით უსწრებს. ხსნად სასმელში ყავის მარცვლების შემცველობა, სამწუხაროდ 15%-ს იშვიათად აღემატება. ყველაფერი დანარჩენი- კონსერვანტები, საღებავები და არომატიზატორებია. ამავდროულად ხსნადი ყავა კუჭის ლორწოვან გარსზე უფრო აგრესიულად მოქმედებს, ვიდრე დაფყული.

რჩევა: დაფქული ყავის არომატი ყველაზე კარგად ფოლგის პაკეტებშია დაცული. ხსნადი ყავა შეგიძლიათ შეინახოთ როგორც მინის, ასევე თუნუქის ქილაში. პლასტმასის ჭურჭელი ყავისთვის არ გამოდგება.

ჟურნალი “სარკე”

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 14, 2011, in რჩევები, სხვადასხვა, ჯანსაღი საკვები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. არ შეიძლება ყავისა და სიგარეტის შერწყმა —ეს ნამდვილად არ ვიცოდი🙂

  2. დავლიოთ, დავლიოთ და კიდევ ერთხელ დავლიოთ!!! :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: