თავის ტკივილის უწამლოდ დამარცხების საშუალებები

ფოტო: drlisawatson.com

თავის ტკივილი სერიოზული სიმპტომია, ამიტომ უმჯობესია ამ მოვლენას ზერელედ არ მიუდგეთ და ნევროპათალოგთან ან თერაპევტთან კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ. თუ სპეციალისტები ვერავითარ ნევროლოგიურ პათოლოგიას ვერ აღმოაჩენენ, შეგიძლიათ ტკივილს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ.

ჯერ გაგაცნობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება, თუ თავის ტკივილი მოულოდნელად აღმოცენდება.

არ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი აბები. ბევრ მათგანს ექოეფექტი აქვს, ანუ დროთა განმავლობაში ტკივილის შეტევის პროვოცირებას თავად იწყებენ.არ მიიღოთ ალკოჰოლი, არ დალიოთ ყავა, არ მოსწიოთ სიგარეტი, თავი დელიკატესებით(შოკოლადი, ნიგოზი, კაკაო, ციტრუსები, წითელი ღვინო) არ გაანებივროთ. მან ხანმოკლე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ, შემდეგ კი მდგომარეობა უარესდება.
როგორ გაუმკლავდეთ შეტევას დამოუკიდებლად
1. დაწექით, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით. ტკივილი თავისით გაივლის;
2. შუბლიდან კეფისკენ, ყურებისკენ, კისრისკენ თავის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ;
3. ოთახი კარგად გაანიავეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ;
4. ოთახი დააბნელეთ და ჰაერი სპეციალური მოწყობილობით ან სველი ჩვრებით დაატენიანეთ;
5. მიიღეთ ცხელი შხაპი.ის თავისა და კისრის კუნთების სპაზმით გამოწვეულ თავის ტკივილს ასუსტებს;
6. პირსახოცში გახვეული ყინულის კუბიკები შუბლზე, საფეთქლებზე ან კეფაზე 10-15 წუთი დაიდეთ;
7. საფეთქლებსა და კეფაზე მენთოლის მაზი (შეიძლება ვიეტნამის ბალზამი) წაისვით;
8. მიიღეთ არაგაზირებული წყალი. ხშირად სპაზმები ორგანიზმის გაუწყლოების გამო აღმოცენდება;
9. ჭამეთ რაიმე თბილი: წვნიანი, ფაფა. საკვების არარეგულარულად მიღება ხშირად თავის ტკივილს იწვევს. ეს დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის დონის მერყეობასთან;
10.მოუსმინეთ წყნარ, სასიამოვნო მუსიკას ან საინტერესო გადაცემას უყურეთ. სიცილის დროს გამოყოფილ ენდორფინებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ.

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 15, 2011, in რჩევები, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. me arcertma ro ar mishvela?

  2. me aset dros cxeli shxapi mshvelis . tu ra tkma unda gausadzlisi tkivili ar maq . tu dzan mtkiva mashin gamayucheblebs vsvam🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: