სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები

ფოტო: healthplusrx.com

ადამიანის ორგანიზმისთვის ვიტამინები რომ აუცილებელია, ეს ყველასთვის დიდი ხანია ცნობილია.  მაგრამ ყველა ორგანოსა და სისტემას გამართული მუშაობისთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მაკრო და მიკროელემენტები. სწორედ ამ პაწაწინა “აგურებისგან” იგება ჩვენი ჯანმრთელობა.

პრობლემები მეხსიერებასთან და ყურადღებასთან, ცუდი განწყობა, ცხოვრებისეული ტონუსის დაქვეითება, ქრონიკული დაავადებები- ყველაფერი ეს შეიძლება რაციონში ამ განსაკუთრებული ნივთიერებების ნაკლებობის შედეგი იყოს. მათი მონაწილეობის გარეშე გაცვლითი პროცესები პრაქტიკულად შეუძლებელია. მართალია, ორგანიზმს ისინი ძალიან მცირე დოზით ესაჭიროება, მაგრამ ერთი რომელიმე მათგანის დეფიციტს შეუძლი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. მიკროელემენტების განსაზღვრა თმის ანალიზით ხდება.

გაგაცნობთ 12 სტრუქტურულ მიკროელემენტს. ადამიანის სხეული სწორედ მათგან შედგება.

კალციუმი აუცილებელია ძვლის ქსოვილის ზრდისა და სიმაგრისათვის. მისი დეფიციტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამაღლებს, კბილებისა და ჩონჩხის სიმაგრეს არღვევს. წყარო: რძე და მისი პროდუქტები.
მაგნიუმი ასევე ძვლის ქსოვილის შემადგენლობაში შედის, ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს, ნერვულს სისტემას ამაგრებს. წყარო: ნუში, წიწიბურა, შვრია, გაღვივებული ხორბალი.
კალიუმი გულის მუშაობას ეხმარება, ზედმეტი წყალი და მარილი გამოაქვს. წყარო: ყველა ხილი და ბოსტნეული.              ფოსფორი ბავშვებს ზრდისთვის, უფროსებს კი ენერგიისთვის ესაჭიროება. წყარო: კვერცხის გული, ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, ენა, ხორცი, თევზი.  

რკინა ჰემოგლობინის ძირითადი შემადგენელია. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში და ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს. წყარო: ხორცის პროდუქტები.

იოდი ფარისებლი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენლობაში შედის. წყარო: თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები.

კობალტი აუცილებელია კუნთური მასის ზრდისთვის. წყარო: ხორბალი, შვრია, ლობიო, ბადრიჯანი.
სპილენძი ჰემოგლობინს ამაღლებს, ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის. წყარო: მარცვლეული, კარტოფილი, ხორცი, კვერცხი, ხილი და ბოსტნეული.
სელენი იმუნიტეტს აძლიერებს. წყარო: ზღვის პროდუქტები.
ფტორი კბილის მინანქრის მდგომარეობას აუმჯობესებს. წყარო: ჩაი, ღვიძლი, ზღვის თევზი.
ქრომი გლუკოზის უკეთ ათვისებას ეხმარება, ზრდის პროცესს ასტიმულირებს. წყარო: ლობიო, ჭარხალი, კამა, კარტოფილი, სტაფილო, ქერი.
თუთია ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, ვინაიდან მრავალი ფერმენტისა და ინსულინის ჰორმონებში შედის. წყარო: სოკო და კრევეტები.

ჟურნალი “სარკე”     

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 17, 2011, in სხვადასხვა, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: