რა შეცდომებს უშვებენ წონაში დაკლებისას

ფოტო: proptacademy.co.uk

მოხდენილი სხეულის ძიებაში ქალბატონები ხშირად საბედისწერო შეცდომებს უშვებენ. სპეციალისტები ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რეკომენდაციასაც გვთავაზობენ.

ყველაზე მოკლე გზა – შიმშილი

ამ გზით გაჯანსაღება შესაძლებელია, მაგრამ წონაში დაკლება – არა. შიმშილის შემთხვევაში თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, წონაში სწრაფად იკლებთ, მაგრამ ცოტა ხანში ორმაგს იმატებთ და უკვე ძალიან გიჭირთ ფორმაში ჩადგომა. თუ ძალიან გსურთ იშიმშილოთ, ეცადეთ, ეს ორ-სამ დღეზე მეტხანს არ გააგრძელოთ.

მთავარი მტერი – ქოლესტერინი

საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ და უარი არ თქვათ ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებზე. მათი რაციონიდან საერთოდ გამორიცხვა ქალებში – მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მამაკაცებში კი ლიბიდოს შესუსტებას იწვევს. ქოლესტერინი ხომ ამოსავალი ნედლეულია სქესობრივი ჰორმონების წარმოებისთვის.

კუჭის მოტყუება შესაძლებელია

ცელულოზის შემცველი საკვები კუჭის შევსების ცრუ შეგრძნებას ბადებს, ორგანიზმიდან კი მეტად საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებსა და მინერალებს გამოდენის. ამასთან, შეკრულობის მიზეზიც ხდება. ცელულოზის მირთმევისას კუჭი თითქოს სავსეა, მაგრამ შიმშილის გრძნობა კვლავ გიტევთ.

წონაში დასაკლები მცენარეული ჩაი უვნებელია

აბსოლუტურად უვნებელი პრეპარატები არ არსებობს. თუ ეტიკეტზე მოცემულ უკუჩვენებებს არ წაიკითხავთ, შესაძლოა, საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რა არის გასტრიტი და ქრონიკული ფაღარათი. ასეთი ჩაის მიღებიდან ათი დღის შემდეგ დიდი ალბათობაა, დაგეწყოთ მუცლის ტკივილი, ძმარვა და კუჭის ხშირი მოქმედება.

ვეგეტარიანობა ჭარბი წონისგან გვიცავს

ყოველთვის – არა. ვეგეტარიანული საკვებისგან გასუქებაც კი შეიძლება, თუ კალორიებს არ დაითვლით და ზედმეტს მიირთმევთ. უფრო მეტიც, ცხოველურ ცილებზე უარის თქმა არა მარტო ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც.

საფაღარათო საშუალებები ორმაგად სასარგებლოა – ორგანიზმს წმენდს და წონაში ვიკლებთ

ერთჯერადი მიღებით ორგანიზმს ნამდვილად გაწმენდთ, მაგრამ ყოველდღიური ოყნებითა და საფაღარათო საშუალებებით ნაწლავებს დიდ დარტყმას აყენებთ – შესაძლოა, ბუნებრივი მიკროფლორის გარეშე დატოვოთ.

წონაში დაკლება ხილითა და ბოსტნეულით სასარგებლოა

მხოლოდ სალათებითა და ხილით კვება ორგანიზმს ცილებისა და ცხიმების გარეშე ტოვებს, ადამიანს მუდმივად შიმშილის გრძნობა აქვს და ამის გამო გადაჭარბებულად მიირთმევს, რაც კუჭის გადიდებას იწვევს. შიმშილის გრძნობა საშინელებაა და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ აღმოჩნდება თქვენს თეფშზე სალათის ფურცლებისა და ფორთოხლის ნაცვლად შებრაწული ქათმის ბარკალი.

თუ საღამოს 6 საათის შემდეგ არ შევჭამთ, წონაში დავიკლებთ
რასაკვირველია, თუ სამსახურს 17.00-ზე ამთავრებთ და ნახევარ საათში სახლში ხართ, ამ წესის დაცვა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ, თუ სახლში ცხრაზე ადრე ვერ ბრუნდებით, დასაძინებლად კი ღამის 12 საათის შემდეგ წვებით, მაშინ ასეთი რეჟიმი თქვენთვის არარეალურია. ასეთ შემთხვევაში ერთი წესი მკაცრად უნდა დაიცვათ – საკვების ბოლო ულუფა დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიირთვათ.

ჟურნალი “რეიტინგი”

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 20, 2011, in რჩევები, სხვადასხვა, Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: