ინტერნეტდამოკიდებულება

ფოტო: heimishheadlines.com

კომპიუტერის მავნეობაზე საუბრისას მშობლები უმთავრესად მხედველობის დაზიანებას ან გაკვეთილების მოუმზადებლობას გულისხმობენ. უმრავლესობამ არ იცის, რა მასშტაბის ზიანი მოაქვს მრავალრიცხოვან ომებს კოსმოსურ ურჩხულებთან და წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინტერნეტდამოკიდებულება. აი კომპიუტერული დამოკიდებულების ზოგიერთი ნიშანი:

  • ვირტუალურ სივრცეში შესვლით გამოწვეული ეიფორია;
  • ინტერნეტის გამო უარის თქმა ჭამასა და ძილზე;
  • ეკრანთან მრავალი საათის გატარება;
  • მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება;
  • ელექტრონული ფოსტის განუწყვეტლივ შემოწმების სურვილი;
  • საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესის დაკარგვა, ახლობელთა სათხოვრის იგნორირება;
  • გაღიზიანება, როცა ვინმე ან რამე აიძულებს მათ, ინტერნეტს მოსწყდნენ.

მოზარდები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, გვიან ღამემდე, ზოგჯერ დილამდეც კომპიუტერთან სხედან და გამოუძინებლები რჩებიან, მაგრამ ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. თუ ბავშვი მუშაობს არა ახალი თაობის მონიტორთან, არამედ ძველთან, ის განიცდის მაღალი ხარისხის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედებას და იმყოფება ელექტროსტატიკური ველის მოქმედების ზონაში. ეს ველი ფანტავს ეკრანზე მოხვედრილ მტვრის ნაწილაკებს, რომლებიც აზიანებს სახის კანსა და თვალებს. მართალია, კონდიციონერი, იონიზატორი, მტვერსასრუტი, მტვრის ფილტრი და სველი წესით დალაგება ამცირებს მათ მავნე ზემოქმედებას, მაგრამ უმჯობესია, მიზეზი მოსპოთ. კომპიუტერთან დიდხანს უძრავად ჯდომა ტვირთავს კისერს, ზურგს, კიდურებს, იწვევს სახსრებისა და თავის ტკივილს, ადუნებს კუნთოვან სისტემას, აუარესებს აღნაგობას.


მოიპოვეთ ინფორმაცია
მოიძიეთ ინფორმაცია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, ებრძოლონ კომპიუტერულ დამოკიდებულებას. საინფორმაციო ქსელში მოიძებნება ტესტებიც, რომელთა მეშვეობითაც დაადგენთ, მართლა არის თუ არა თქვენი ქალიშვილი ინტერნეტდამოკიდებული. შესთავაზეთ ბავშვს ამ ტესტების გავლა.
მშვიდობიანი გზით
დემოკრატული პრინციპებით ბავშვის აღზრდა მანამდეა კარგი, სანამ ბავშვი არ გააკეთებს არჩევანს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მიუხედავად პროტესტისა, აუცილებელია, კომპიუტერთან მისი კონტაქტი მკაცრად შეიზღუდოს, მით უმეტეს, თუ ის სკოლის მოსწავლეა. ნუ მისცემთ უფლებას, კომპიუტერთან ორ საათზე მეტხანს იჯდეს. ამ ხნის განმავლობაშიც ორჯერ უნდა შეისვენოს, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, იმოძრაოს, გაივარჯიშოს. ნუ აუწევთ ხმას და ნუ დაამცირებთ ბავშვს უხეში გამოთქმებით – ეს კონფლიქტს გააღრმავებს. ესაუბრეთ მშვიდად, კეთილგანწყობით, მაგრამ მტკიცედ.
შეცვალეთ ჰობი
მშობლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი იწყებენ კომპიუტერთან ომს. ეს ისევე არაბუნებრივია, როგორც ტელეფონთან, ტელევიზორთან, მაცივარსა და კაცობრიობის სხვა გამოგონებებთან ბრძოლა. მთავარია, მივაგნოთ მიზეზს, რომლის გამოც ბავშვი კარგავს ინტერესს ყველა სხვა საყვარელი საქმიანობის მიმართ, გაურბის რეალობას და ეჯაჭვება კომპიუტერს. უნდა გავიგოთ, ხომ არ აქვს უთანხმოება ამხანაგებთან და ხომ არ ეძებს ვირტუალურ მეგობრებს; ნუ დასჯით და ნურც სასჯელით დაემუქრებით ცუდი ნიშნების გამო. რაც უფრო მეტ სითბოს იგრძნობს ბავშვი მშობლებისგან, მით უფრო ნაკლები ექნება საბაბი ვირტუალური მეგობრების საძიებლად. ასაკთან ერთად იცვლება ინტერესებიც. შესაძლოა, ბავშვმა დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც აქამდე იტაცებდა, შემცვლელი ვერ იპოვოს და Iთ-ტექნოლოგიების ანკესზე წამოეგოს. მიაწოდეთ იდეები იმის თაობაზე, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო, თავადაც აქტიურად ჩაერთეთ მის საქმიანობაში და უჩვენეთ მაგალითი. მით უმეტეს, ზაფხულში შეიძლება ბევრი რამით დააინტერესოთ. თქვენი პირმშო თანდათან მოშორდება მონიტორს.

ნანა კალანდაძე

mkurnali.ambebi.ge

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 22, 2011, in სხვადასხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ინტერნეტ დამოკიდებულიბა საშინელი რაგაცაა.მკურნალობა ჭირდება როგორც ლოთებს ან ნარკომანებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: