წიგნის კითხვის მანერა და ხასიათი

ფოტო: worldgallery.co.uk

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ბუნება თითოეულ მის ჟესტში, მოძრაობასა და მოქმედებაში ვლინდება. თურმე, იმისდა მიხედვით, თუ კითხვისას როგორ ზიხარ, შენი ხასიათის თავისებურებები ჩანს.

კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავს

ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხარ. შეგიძლია ყველგან და ყოველთვის აკონტროლო და მართო შენი ემოციები. “რკინის ნიღბის” მიღმა იფარება შენი მისწრაფება – წინასწარ დაიცვა თავი გარშემო მყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვი, განიტვირთე, მიიხედ-მოიხედე და დარწმუნდები, რომ ცხოვრება მშვენიერია.



კითხვის დროს თავი ხელზე გაქვს დაყრდნობილი

სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის იშვიათი უნარით ხარ დაჯილდოებული. ძნელად თუ აგაღელვებს რამე. შენს ახლობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა შენში ენთუზიაზმის ნაპერწკალი გააღვივონ. ერთნაირი ხარ ყველგან – სახლში, სამსახურში, მეგობრებთან.

მუდმივი სიმშვიდე – ნირვანა – ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამაა, მაგრამ ცოტაოდენი ცეცხლიც და… ნამდვილად არ ინანებ.

კითხვის დროს ხელები მუხლებზე გიწყვია

ემოციათა ზღვა – ეს შენი სტიქიაა. თუმცა, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ხარ. მუდმივად გეშინია, რომ თავს ვერ გააკონტროლებ და ისეთ რამეს ჩაიდენ, რაც შენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. რატომ აკრიტიკებ გამუდმებით თავს? ხანდახან მართლაც შეიძლება “აფრების აშვება”.   

წამოწოლილი კითხულობ

ბავშვური გულუბრყვილობა შენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა. ყოველთვის გაინტერესებს, რა ხდება შენ ირგვლივ. ხშირად გადასახლდები ხოლმე იმ წიგნის სამყაროში, რომელსაც კითხულობ. ეს ნამდვილად კარგად გამოგდის.

ის კი არა და, ხშირად წაკითხულის მიხედვით ცხოვრობ. უნდა დაიმახსოვრო, რომ ზომიერების გრძნობა საუკეთესო რამაა. წიგნიერი გამონაგონი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოგადგება. გაფრთხილდი: ცაში აფრენილი, მოულოდნელად მიწაზე არ დაენარცხო.

კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვს შემოწყობილი

წიგნის კითხვის შენეულ მანერაში არის რაღაც არისტოკრატიული. თითქოს შენი სურვილით კი არ კითხულობ, წიგნები თვითონ “გთხოვენ” წაკითხვას და შენც, მათ დროსა და ყურადღებას იძულებით უთმობ. რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა? წიგნებში ბევრ ისეთ რამეს იპოვი, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.

სახეზე ხელებშემოჭდობილი კითხულობ

მგრძნობიარე, ნერვიული და მერყევი პიროვნება ხარ. დაძაბული კითხულობ და ცდილობ, სწორად გაიგო და ჩაწვდე წაკითხულს, დაიმახსოვრო იგი. იმიტომ ხომ არ შემოიჭდე სახეზე ხელები, რომ სულ პაწაწინა საინტერესო აზრიც კი არ გაგისხლტეს?

ასე ძნელია შენთვის ერთ საგანზე კონცენტრირება? მერე რა?! შენნაირი ამქვეყნად ბევრია. ჯობს დამშვიდდე, მოეშვა, ნუ მოითხოვ საკუთარი თავისგან ბევრს და დანარჩენი თავად მოგვარდება.

ჟურნალი “გზა”

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 25, 2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ეს ადრე, რომელღრაც ბლოგზე წავიკითხე. ))

  2. თითქმის ყველა ერთად : ))

  3. მეც ეგრე ვარ – თითქმის ყველა :):):)

  4. თითქმის ყველა მეც🙂
    უფრო ხშირად დაწოლილი ვკითხულობ და კიდევ, ხელში წიგნით. :_)

  5. ხან წამოწოლილი ვკითხულობ ხან წიგნით ხელში. აქ რაც წერია მართლა ემთხვევა ჩემს ხასიათს :))

  6. კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავს – ეს ვარ მე :))) მაგრამ გულცივი და აუღელვებელი ნამდვილად არ ვარ :)))
    ფოტოზე როგორც ზის ქალი, მასე ვერასოდეს წავიკითხავ ვერაფერს😀 ჯერ ერთი ჩემი მხედველობა ვერ გაქაჩავს მასე😀 მერე კიდე, წარმომიდგენია რა უინტერესო უნდა იყოს წიგნი, რომ მაგ პოზაში წავიკითხო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: