ვეგეტარიანელები ვიტამინების ნაკლებობას განიცდიან?!

დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ვეგეტარიანელია. ისინი საკვებად მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს იყენებენ. ასეთი რაციონი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით ვერ ამარაგებს და ექიმთა უმრავლესობა ასეთ კვებას არასრულფასოვნად მიიჩნევს.

ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა ლაკოვეგეტარიანული დიეტა, რომელშიც კვერცხი და რძის პროდუქტებიც შედის. კვების ასეთი სისტემა ორგანიზმს სათანადო რაოდენობით ცილებით უზრუნველყოფს, ასევე – კალციუმით, რომელსაც ვეგეტარიანელთა რაციონი მოკლებულია.

მცენარეული საკვები ასევე ღარიბია B12 ვიტამინით – ხორცეულის სიკეთე და სიავე.
რა არის ცუდი ხორცეულში, რომელზეც ვეგეტარიანელები უარს ამბობენ? ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომლის ჭარბი მოხმარებაც მიოკარდიის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის.

თუმცა ხორცეულზე უარის თქმით ვეგეტარიანელები რისკავენ, განუვითარდეთ რკინადეფიციტური ანემია. რკინა ხომ ყველაზე უკეთ სწორედ ცხოველური წარმოშობის საკვებიდან შეითვისება.
თევზეულის გამორიცხვით ორგანიზმს აკლდება კარგად შეთვისებადი ცილები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ასევე ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკაში.

ვეგეტარიანელების უმრავლესობას წონის პრობლემა არ აწუხებს, თუმცა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მომატება გამორიცხული არ არის, რადგან ისინი თხილეულს, თაფლს, პარკოსნებს გემრიელად მიირთმევენ, რომლებიც საკმაოდ კალორიულია.

რაციონი – ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. კამათი იმაზე, მივირთვათ თუ არა ხორცი, დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ. ვეგეტარიანელობის პლუსი: ვეგეტარიანელთა შორის გაცილებით ცოტას აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, დიაბეტი, პრაქტიკულად არ აღენიშნებათ კენჭოვანი დაავადებები.

ხილი და ბოსტნეული, რომელთაც ვეგეტარიანელები უხვად მიირთმევენ, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოს პროფილაქტიკური საშუალებებია.

გარდა ამისა, მცენარეული საკვები შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც კუჭში ლპობის პროცესს აფერხებს, ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, არ შეიცავს ქოლესტერინს და უფრო მეტიც, ორგანიზმიდან გამოდევნის კიდეც.

ბურღულეული მდიდარია მცენარეული ცილით, ბოჭკოებით, B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით. ქერი და შვრია სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალი ”რეიტინგი”

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on September 27, 2011, in რჩევები, სხვადასხვა, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: