Monthly Archives: ოქტომბერი 2011

ჩვენი ბლოგი მეორე ადგილზეა

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ბლოგი მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო ინიციატივების მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში. კონკურსში მონაწილე ბლოგებს ოთხი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და აფასებდნენ, საბოლოო შედეგები კი დღეს გახდა ცნობილი.  healthylifege.wordpress.com მეორე ადგილზე გავიდა.  (გამარჯვებულთა სია)სიმართლე გითხრათ მეორე ადგილსაც არ მოველოდი, რადგან ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვეღარ ვახერხებდი ბლოგზე მუშაობას.  ეს გამარჯვება კი რა თქმა უნდა თქვენი, მკითხველის დამსახურებაა რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

თითოეულ ნომინაციაში პირველ ადგილზე გასული ბლოგების ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით და სერტიფიკატებით. მეორე და მესამე ადგილზე გასული ბლოგების ავტორები კი დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს! ❤

მინდა გითხრათ რომ ამ კონკურსის დასრულებით ჩვენი ბლოგი არსებობას არ წყვეტს. მე ისევ განვაგრძობ ჯანსაღ ცხოვრებაზე წერას და შევეცდები საინტერესო და სასარგებლო პოსტები არ მოგაკლოთ :))))

Advertisements

Beyoncé – Move Your Body

ეს გახლავთ ბიონსეს კიდევ ერთი ენერგიული სიმღერა, რომელიც აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მიერ წამოწყებული ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო კამპანიასთან დაკავშირებით გადაიღეს ზაფხულში. მაშინ ბიონსემ განაცხადა :”ძალიან გამიხარდება, თუ ამ საქმეში წვლილს მეც შევიტან. მიშელ ობამას საქციელი ნამდვილად ქების ღირსია. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრი ამერიკელი ბავშვის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და მომავალში ჭარბწონიანობის პრობლემას აარიდებს”

► ქეთი ორჯონიკიძე, ანი ქორქია, სალომე ბაკურაძე, მირიან ჯეჯელავა ► ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ◀

რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრება მათთვის, ახერხებენ თუ არა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და რას ურჩევენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჯანსაღი ცხოვრების არსებობა საერთოდ დაივიწყეს. 

! პოსტი არ არის დაკოპირებული რომელიმე საიტიდან და არ არის ამოღებული რაიმე ჟურნალიდან. პოსტის ავტორი გახლავართ მე და ეს ადამიანებიც  რეალურად საუბრობენ ჯანსაღ ცხოვრებაზე:) ! 

განაგრძე კითხვა ►

მაცოცხლებელი საწამლავი

ავტორი ნინო მაჭარაშვილი

tabula.ge

ყვე­ლა­ფე­რი ასე დაიწყო: 1820 -ი­ა­ნი წლე­ბის გერმანიაში, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად მო­ი­წამ­ლენ ძეხვეულით. მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლას ხელი, სხვებ­თან ერთად, გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა და რო­მან­ტი­კოს­მა პოეტმა, ჯას­ტი­ნუს კერ­ნერ­მა მოკიდა. მან აღმოაჩინა, რომ და­ა­ვა­დე­ბას საკ­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ა იწ­ვევ­და და პი­რო­ბი­თად „ძეხ­ვე­უ­ლის შხამი”, ასე­ვე „ქო­ნის შხამი” უწოდა.

მან მომ­წამ­ვლელ ძეხ­ვე­ულ­თან ბო­ტუ­ლიზ­მის კავ­ში­რის პირ­ვე­ლი დე­ტა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი გააკეთა. სიმ­პტო­მე­ბის აღ­წე­რა საკ­მა­ოდ ზუს­ტი იყო. ექი­მი სა­ხი­ფა­თო თვი­თექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც მი­მარ­თავ­და – იღებ­და არა­ჯან­სა­ღი ძეხ­ვე­უ­ლის ექ­სტრაქტს და მო­წამ­ვლის პირ­ველ სტა­დი­ებს სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შეისწავლიდა. სწო­რედ კერ­ნე­რი ალა­პა­რაკ­და პირ­ვე­ლად ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის შე­საძ­ლო სამ­კურ­ნა­ლო თვისებებზე.

შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო დე­ფი­ნი­ცი­ე­ბიც დაიხვეწა: 1897 წელს, ბელ­გი­ელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ლოგ­მა ემილ ვან ერ­მენ­გემ­მა დაადგინა, რომ საკ­ვე­ბის მო­წამ­ვლას ბაქ­ტე­რი­ა Clostridium botulinum-ი იწვევს. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ალან სკოტ­მა აღმოაჩინა, რომ ეს ტოქ­სი­ნი სი­ელ­მის გა­სას­წო­რებ­ლად და კუნ­თე­ბის სპაზ­მის მო­სახ­სნე­ლა­და­ა ეფექტური. 1989 წელს, აშ­შ-ის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ (FDA), მწვა­ნე შუ­ქი მის­ცა ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნე­ბით გამოყენებას.

მე-19 სა­უ­კუ­ნის გერ­მა­ნე­ლი მე­დი­კო­სი ძნე­ლად წარმოიდგენდა, რომ მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი თავდადება, კა­ცობ­რი­ო­ბის სი­ლა­მა­ზე­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ემსახურებოდა. უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ტოქსინი, რო­მე­ლიც ბო­ტუ­ლიზმს იწვევს, საბოლოოდ, ეს­თე­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში ჩადგა.

განაგრძე კითხვა ►

ანა კურნიკოვა ჟურნალ “Woman’s Health”-ისათვის

დეპრესია გარდატეხის ასაკში

ფოტო: clearcutmedia.tv

ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია.

უფროსმა ადამიანმა იცის, რომ იმედგაცრუება ცხოვრებისეული, თანაც ხშირი და გარდაუვალი მოვლენაა, ეს ცოდნა მას გამოცდილებამ მოუტანა, მოზარდები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ წინააღმდეგობას, ასე ჰგონიათ, რომ ერთი წაბორძიკებით ყველაფერი თავზე ემსხვრევათ.

განაგრძე კითხვა ►

კრისტი ყიფშიძე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ

 ! პოსტი არ არის დაკოპირებული რომელიმე საიტიდან და არ არის ამოღებული რაიმე ჟურნალიდან.  იგი წარმოადგენს healthylifege.wordpress.com-ის საკუთრებას !

 

ფოტო: ambebi.ge

   კრისტი ყიფშიძე: ჩემი აზრით, ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება.უნდა მივიღოთ ის პროდუქტი რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არანაირ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს. ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტია ნორმალური ძილი.მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. თუ ისე მოხდა რომ გვიან დავწექი, მაშინ დილით ვინაზღაურებ ხოლმე. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ ადრე ავდგე.
სამწუხაროდ მავნე ჩვევა მაქვს- სიგარეტის მოწევა. თუმცა იქედან გამომდინარე რომ ვეწევი ძალიან ცოტას, შეიძლება ჩავთვალოთ რომ არ ვარ მწეველი. ვეწევი მხოლოდ ერთი და იგივე სიგარეტს, რომელიც არის ხარისხიანი და რომელიც შეიცავს ცოტა ნიკოტინს და ისიც ძალიან იშვიათად. ჩემს მოწევას ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უფრო დავარქმევდი ვიდრე ნიკოტინის უკმარისობას. ჩანთაში ყოველთვის მიდევს ერთი კოლოფო სიგარეტი, თუმცა შეიძლება არც მოვწიო.
რაც შეეხება ალკოჰოლს, არასდროს დამილევია. მხოლოდ ღვინო მაქვს გასინჯული. სიმთვრალე რა არის არ ვიცი. ვთვლი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი წესია.

განაგრძე კითხვა ►