კრისტი ყიფშიძე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ

 ! პოსტი არ არის დაკოპირებული რომელიმე საიტიდან და არ არის ამოღებული რაიმე ჟურნალიდან.  იგი წარმოადგენს healthylifege.wordpress.com-ის საკუთრებას !

 

ფოტო: ambebi.ge

   კრისტი ყიფშიძე: ჩემი აზრით, ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება.უნდა მივიღოთ ის პროდუქტი რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არანაირ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს. ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი აუცილებელი კომპონენტია ნორმალური ძილი.მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. თუ ისე მოხდა რომ გვიან დავწექი, მაშინ დილით ვინაზღაურებ ხოლმე. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ ადრე ავდგე.
სამწუხაროდ მავნე ჩვევა მაქვს- სიგარეტის მოწევა. თუმცა იქედან გამომდინარე რომ ვეწევი ძალიან ცოტას, შეიძლება ჩავთვალოთ რომ არ ვარ მწეველი. ვეწევი მხოლოდ ერთი და იგივე სიგარეტს, რომელიც არის ხარისხიანი და რომელიც შეიცავს ცოტა ნიკოტინს და ისიც ძალიან იშვიათად. ჩემს მოწევას ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უფრო დავარქმევდი ვიდრე ნიკოტინის უკმარისობას. ჩანთაში ყოველთვის მიდევს ერთი კოლოფო სიგარეტი, თუმცა შეიძლება არც მოვწიო.
რაც შეეხება ალკოჰოლს, არასდროს დამილევია. მხოლოდ ღვინო მაქვს გასინჯული. სიმთვრალე რა არის არ ვიცი. ვთვლი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი წესია.

ცეკვა ჩემი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.  ძალიან მიყვარს ცეკვა, ის ჩემთვის ერთგვარი ვარჯიშია. იგი ძალიან ბევრ სასარგებლო რამეს აკეთებს ადამიანისათვის. სულ ფორმაში ხარ, სულ კარგ ხასიათზე და რაც მთავარია ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.მუსიკა მოგეხსენებათ ძალიან ამშვიდებს ადამიანს. მივედით ყველაზე მთავართან-ეს არის ნერვები. თუ ადამიანს ნერვები კარგ მდგომარეობაში აქვს მერწმუნეთ, ის ძალიან ჯანმრთელია. ყველა დაავადება ხომ ნერვული სისტემიდან იღებს საწყისს.

ჩემი ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი საყვარელი წესი -სპა სალონში სიარულია. მასაჟი, წყლის საუნა, მერე აუზი და კიდევ უამრავი საინტერესო რიტუალი რომელიც სპა სალონებშია, ჩემს სხეულს ნამდვილ რელაქსაციას ანიჭებს.

ხშირად გავდივარ ქალაქგარეთ. იქ ძალიან ვმშვიდდები. ადამიანისათვის აუცილებელია რომ ზოგჯერ, თუ საშუალება აქვს, ქალაქგარეთ, ბუნებაში გავიდეს. საქართველოში უამრავი ლამაზი ადგილია რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ზაფხულში ზომიერად გარუჯვაც აუცილებელია  კანისათვის, რადგან გარუჯვისას ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს იღებს, რაც ძალზედ სასარგებლოა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზომიერება არის მაგ საკითხში საჭირო, რომ არ დაიწვა და კანის პიგმენტაცია არ მოხდეს ან რამე უარესი.

კიდევ დავამატებდი ტანსაცმლის ხარისხზე. უნდა ეცადოთ ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილებისგან შექმნილი ტანისამოსი. მე, მაგალითად სინთეტიკისა და რაიმე მსგავსი ქსოვილისგან დამზადებულ ტანისამოსს ვერ ვიცმევ, ალერგია მემართება.

აი, ასეთია ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი. თქვენ კი ერთ რამეს გირჩევთ:  აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრება თქვენი ცხოვრების წესად!

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on October 1, 2011, in რჩევები, სხვადასხვა, ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. dzalian miyvars es gogo <3<3

  2. ძან მაგარი პოსტია❤ ექსკლუზიური :)))

  3. mec momewona posti🙂 kristic dzalian miyvars. rogorc chans martla jansagi cxovrebit cxovrobs❤

  4. martalia….kvelam unda vecadot ro jansagi cxovrebit vicxovrot!!! vivarjishod, scorad vikvebot, alkoholi ishviatad mivigot, shemcvar-moxrakulis nacvlad moxarshuli da cocxali ,fresh, produkti mivigot.

  5. rac megona ro mavne chveva mkonda es iko dilaobit, uzmoze magari kavis daleva….magram….raodeni gasakviric ar unda ikos ….mecnierebma daadgines rom…kavis regularurad migeba 98% amcirebs mkerdis kibos carmoshobis risks…

  6. miyvars es qali !🙂 kargia jansagi cxovrebis cesit romn cxovrobs.

  7. Kargi postiaa)Gaaasatwaliswinebeli))!!Kriistii<33

  8. magari blogia!chemic naxe!badhabitss.wordpress.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: