მაცოცხლებელი საწამლავი

ავტორი ნინო მაჭარაშვილი

tabula.ge

ყვე­ლა­ფე­რი ასე დაიწყო: 1820 -ი­ა­ნი წლე­ბის გერმანიაში, ადა­მი­ა­ნე­ბი მა­სობ­რი­ვად მო­ი­წამ­ლენ ძეხვეულით. მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლას ხელი, სხვებ­თან ერთად, გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა და რო­მან­ტი­კოს­მა პოეტმა, ჯას­ტი­ნუს კერ­ნერ­მა მოკიდა. მან აღმოაჩინა, რომ და­ა­ვა­დე­ბას საკ­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ა იწ­ვევ­და და პი­რო­ბი­თად „ძეხ­ვე­უ­ლის შხამი”, ასე­ვე „ქო­ნის შხამი” უწოდა.

მან მომ­წამ­ვლელ ძეხ­ვე­ულ­თან ბო­ტუ­ლიზ­მის კავ­ში­რის პირ­ვე­ლი დე­ტა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი გააკეთა. სიმ­პტო­მე­ბის აღ­წე­რა საკ­მა­ოდ ზუს­ტი იყო. ექი­მი სა­ხი­ფა­თო თვი­თექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც მი­მარ­თავ­და – იღებ­და არა­ჯან­სა­ღი ძეხ­ვე­უ­ლის ექ­სტრაქტს და მო­წამ­ვლის პირ­ველ სტა­დი­ებს სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შეისწავლიდა. სწო­რედ კერ­ნე­რი ალა­პა­რაკ­და პირ­ვე­ლად ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის შე­საძ­ლო სამ­კურ­ნა­ლო თვისებებზე.

შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო დე­ფი­ნი­ცი­ე­ბიც დაიხვეწა: 1897 წელს, ბელ­გი­ელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ლოგ­მა ემილ ვან ერ­მენ­გემ­მა დაადგინა, რომ საკ­ვე­ბის მო­წამ­ვლას ბაქ­ტე­რი­ა Clostridium botulinum-ი იწვევს. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ალან სკოტ­მა აღმოაჩინა, რომ ეს ტოქ­სი­ნი სი­ელ­მის გა­სას­წო­რებ­ლად და კუნ­თე­ბის სპაზ­მის მო­სახ­სნე­ლა­და­ა ეფექტური. 1989 წელს, აშ­შ-ის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ (FDA), მწვა­ნე შუ­ქი მის­ცა ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის სამ­კურ­ნა­ლო მიზ­ნე­ბით გამოყენებას.

მე-19 სა­უ­კუ­ნის გერ­მა­ნე­ლი მე­დი­კო­სი ძნე­ლად წარმოიდგენდა, რომ მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი თავდადება, კა­ცობ­რი­ო­ბის სი­ლა­მა­ზე­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას ემსახურებოდა. უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ტოქსინი, რო­მე­ლიც ბო­ტუ­ლიზმს იწვევს, საბოლოოდ, ეს­თე­ტი­კის სამ­სა­ხურ­ში ჩადგა.

ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტოქ­სი­ნის კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად 1950 წელ­საც ტარდებოდა. ცდებ­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მონაწილეობდნენ. ამბობენ, რომ მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი და აშ­შ-ის მო­მა­ვა­ლი პრეზიდენტი, რო­ნალდ რე­ი­გა­ნიც იყო.

დღეს ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სინს ახ­ლოს ვიცნობთ, მი­სი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა ასე ჟღერს: ბოტოქსი.

ბოტოქსის, იგი­ვე A ტი­პის ბო­ტუ­ლი­ნის ტოქსინის, კოს­მე­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა FDA-მ 2002 წელს გასცა. სას­წა­ულ­მოქ­მედ­მა ინექ­ცი­ებ­მა სამ­ყა­როს თავ­ბრუ და­ახ­ვი­ეს და, საბოლოოდ, მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ინ­დუს­ტრი­ად იქცა. პრე­პა­რა­ტი ასე­ვე ცნობილია, რო­გორც დის­პორ­ტი – იმ განსხვავებით, რომ პირ­ვე­ლი აშ­შ-ში იწარ­მო­ე­ბა (ALLERGAN), მე­ო­რე კი – საფ­რან­გეთ­ში (BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL).

დღეს ცო­ტას თუ სურს, რომ მის სა­ხე­ზე ასა­კი აისახებოდეს. ერ­თი ინექ­ცი­ა და მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბი გაქ­რე­ბა – თუნ­დაც გარ­კვე­უ­ლი პერიოდით. პრე­პა­რა­ტი ნერ­ვულ იმ­პულ­სებს ბლოკავს. შედეგად, სა­ხის კუნ­თე­ბის შე­კუმ­შვა ნელ­დე­ბა ან პარალიზდება. სა­ხე „იყინება” და გლუ­ვი ხდება. შუბ­ლის არეში, თვა­ლის გარ­შე­მო თუ ტუ­ჩებ­თან ნა­ო­ჭე­ბი ქრება.

ერ­თი პროცედურა, საშუალოდ, 20 კან­ქვე­შა ინექ­ცი­ას მოიცავს. ნემ­სი – სიფრიფანაა, პრო­ცე­დუ­რა – საკ­მა­ოდ სწრა­ფი და უმტკივნეულო. შე­დე­გი ინექ­ცი­ი­დან 72 სა­ა­თის შემ­დეგ შეიმჩნევა. სა­ბო­ლო­ო სურათისთვის, ერ­თი კვი­რის ლო­დი­ნი მოგიწევთ. ეფექ­ტი 6-7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარჩუნდება.
რთუ­ლი არც პრო­ცე­დუ­რის შემ­დგო­მი რეკომენდაციებია: ინექ­ცი­ი­დან 3-4 სა­ა­თი ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გაჩერება, რამ­დე­ნი­მე დღე გარუჯვის, სა­უ­ნი­სა და სა­ხის მა­სა­ჟის­თვის თა­ვის არიდება.

ეს მარ­ტი­ვი „ოპერაცია”, არა­ქი­რურ­გი­ულ ეს­თე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რებს შორის, მსოფ­ლი­ოს მასშტაბით, პირ­ველ ადგილზეა. ეს ვარ­სკვლა­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცა­ა – ცნო­ბი­ლი ადამიანები, იდე­ა­ლუ­რად სწო­რედ ბო­ტოქ­სის მეშ­ვე­ო­ბით გამოიყურებიან.

2009 წელს აშ­შ-ში 2.5 მი­ლი­ო­ნი მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რა ჩატარდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ანა­ლო­გი­უ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არსებობს, თუმ­ცა ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი ქუ­რუ­მე­ბი ირწმუნებიან, რომ არა­ქი­რურ­გი­ულ­თა შორის, ის ყვე­ლა­ზე პოპულარულია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ტოქ­სის ფა­სე­ბი 300 ლა­რი­დან იწ­ყე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო უბა­ნის სირ­თუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად იზრდება.

ერ­თი ცუ­დი ამ­ბა­ვიც გვაქვს: მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ასე მარ­ტი­ვად მო­სა­პო­ვე­ბე­ლიც არაა. რის­კე­ბი ბო­ტოქ­სის ინექ­ცი­ა­საც ახლავს.

ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნი სი­ცოც­ხლის­თვის სა­ში­ში შხამია. მთა­ვა­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა – სიკვდილია. ნუ შე­შინ­დე­ბით – ინექციისას, შე­სა­ბა­მი­სი დო­ზის შემთხვევაში, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი გამორიცხულია.

ეს­თე­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ა საჭირო. არას­წო­რი დოზირება, ინექ­ცი­ის მიღ­მა არე­ებ­ში ბო­ტოქ­სის გავ­რცე­ლე­ბას გამოიწვევს. ეს ბო­ტუ­ლიზ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სიმ­პტო­მებს – ყლაპ­ვი­სა და სუნ­თქვის პრობლემები, სა­ხის კუნ­თე­ბის უნებ­ლი­ე სპაზ­მე­ბი – იწვევს.

გვერ­დი­თი მოვლენები, სწო­რი დო­ზი­რე­ბით ინექ­ცი­ა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს – სის­ხლჩაქ­ცე­ვა ინექ­ცი­ის არეში, თა­ვის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნ­თე­ბის სისუსტე, მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა ან გაბუნდოვანება, შარ­დის ბუშ­ტის კონ­ტრო­ლის დაკარგვა.

თუ პრე­პა­რა­ტი არას­წორ ად­გი­ლას შეიყვანეს, შესაძლოა, ქუ­თუ­თო ჩა­მო­გი­ვარ­დეთ და უფ­რო ასა­კო­ვა­ნის გა­მო­მეტ­ყვე­ლე­ბა მიიღოთ. ანაც წარ­ბე­ბი აგე­ჭი­მოთ და მუ­დამ გა­ო­ცე­ბულს ჰგავდეთ. არა­სა­სურ­ვე­ლი ეფექ­ტი თვე­ო­ბით – ბო­ტოქ­სის „ვადის” შე­სა­ბა­მი­სად – გაგრძელდება.

ამრიგად, ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ბევ­რი­ა დამოკიდებული. პა­ცი­ენ­ტსაც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი უნ­და ჰქონდეს, რა სურს, რას ელის და არის თუ არა რისკ-ჯგუფში. რის­კ-ჯგუფს ალერ­გი­უ­ლი ადამიანები, ორ­სუ­ლე­ბი და მე­ძუ­ძუ­რი დე­დე­ბი მიეკუთვნებიან. ასე­ვე პაციენტები, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ან გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე მკურნალობენ.

იტალიაში, ვირ­თხის თა­ვის არე­ში ტოქ­სი­ნის შეყ­ვა­ნამ მი­სი ტვი­ნის პა­რა­ლი­ზე­ბა გამოიწვია. მოგვიანებით, ეჭ­ვე­ბი უარ­ყვეს – ბო­ტოქ­სი ტვინ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფ­რთხეს არ შეიცავს.

მე­დი­კო­სე­ბი ირწმუნებიან, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბი ხში­რი არ არის. სწო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრთხოა. ბო­ტოქ­სის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი რის­კებს მარ­თლაც აჭარბებს.

კუნ­თე­ბის მო­დუ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ნა­ო­ჭებს შვე­ლის – ამ მე­თო­დით ისე­თი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ა შესაძლებელი, რო­მელ­საც კუნ­თე­ბის პა­თო­ლო­გი­უ­რი სპაზ­მე­ბი ახასიათებს.

ბო­ტოქ­სი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი­ა სი­ელ­მის გასასწორებლად. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჭარ­ბოფ­ლი­ა­ნო­ბის სამ­კურ­ნა­ლო­დაც – სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი მკურ­ნა­ლო­ბის ფასი, მაგალითად, ფე­ხის ან იღ­ლი­ის არეში, 800 ლა­რი­დან იწყება.

2010 წელს, ათა­სო­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტის შემდეგ, აშ­შ-ში ბო­ტოქ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაუშვეს, რო­გორც შა­კი­კის სამ­კურ­ნა­ლო პრეპარატი. შე­სა­ბა­მი­სი ინექ­ცი­ის შემდეგ, ეფექ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი თვის მან­ძილ­ზე გრძელდება.

ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სი­ნის ფხვნილი, ყვე­ლა­ზე ხშირად, მა­ინც კოს­მე­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით იხარჯება. რო­გორც ყვე­ლა სასწაულს, მა­საც სკეპ­ტი­კოს­თა მთე­ლი არ­მი­ა ჰყავს.

ჯასტინუს კერნერი

კამათი, რო­გორც წესი, ბო­ტოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს ეხება. არა­ერთ ვებ­გვერ­დზე გა­და­აწ­ყდე­ბით მსოფ­ლი­ო ვარ­სკვლა­ვე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გან­ლა­გე­ბულ ფო­ტო­ებს – ბო­ტოქ­სამ­დე და შემდეგ. თუ პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი მათ გა­რეგ­ნო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აისახება, უკა­ნას­კნელ ფო­ტო­ებ­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცვი­ლის ფი­გუ­რა­სა­ვით გამოიყურება. ზო­მი­ე­რე­ბას ბევ­რი ვერ იცავს. აზარ­ტში შე­სუ­ლე­ბის სახე, მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბის გარეშე, გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბას კარ­გავს ანაც არა­ბუ­ნებ­რივ გა­მო­მეტ­ყვე­ლე­ბას იღებს.

ადა­მი­ა­ნებს და­ბე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­აც სურთ. ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის სა­ი­ტე­ბი გვირჩევენ, რომ უმჯობესია, ბო­ტოქ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე დავიწყოთ.

აშ­შ-ში პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ხშირია: თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი სი­ბე­რეს ებ­რძვი­ან – ბოტოქსით, რა­ღა თქმა უნდა. მა­თი რიც­ხვი სულ უფ­რო იზ­რდე­ბა – 2009 წელს ამ ქვე­ყა­ნა­ში თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა ბო­ტოქ­სის 12 ათა­სი ინექ­ცი­ა გაიკეთეს.

ბო­ტოქ­სი ბევ­რის­თვის კომპრომატია. ხში­რად წა­აწ­ყდე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ კითხვებს: „ი­ყე­ნებთ თუ არა ბოტოქსს?”. თა­ვის მარ­თლე­ბა­საც მოისმენთ: „ღმერთმანი, მე მას არც ვეკარები!”. მე­გან ფოქ­სმა ფო­ტო­ე­ბის სე­რი­აც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა facebook-ზე, ბო­ტოქ­სთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის უარსაყოფად.

რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ კი­დევ ფიქრობენ, რომ ბუ­ნებ­რი­ვი სილამაზე, „ხელოვნურად” მო­პო­ვე­ბულს აღემატება. რაც უნ­და იყოს, თუ კან­ქვეშ მცი­რე­ო­დე­ნი შხა­მის შეყ­ვა­ნის არ გე­ში­ნი­ათ – მარ­ტო არ ხართ. თქვენ გვერ­დით მი­ლი­ო­ნო­ბით ადამიანია.


About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on October 12, 2011, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: