► ქეთი ორჯონიკიძე, ანი ქორქია, სალომე ბაკურაძე, მირიან ჯეჯელავა ► ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ◀

რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრება მათთვის, ახერხებენ თუ არა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და რას ურჩევენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჯანსაღი ცხოვრების არსებობა საერთოდ დაივიწყეს. 

! პოსტი არ არის დაკოპირებული რომელიმე საიტიდან და არ არის ამოღებული რაიმე ჟურნალიდან. პოსტის ავტორი გახლავართ მე და ეს ადამიანებიც  რეალურად საუბრობენ ჯანსაღ ცხოვრებაზე:) ! 

    ქეთი ორჯონიკიძემომღერალი:  ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში ალბათ გულისხმობს ძილს იმ რაოდენობით რაც საჭიროა ორგანიზმისათვის, კვებას ნატურალური პროდუქტებით და რა თქმა უნდა ვარჯიში. ძალიან კარგია როცა ადამიანი ახერხებს ასეთი ცხოვრებით იცხოვროს თუმცა სამწუხაროდ ძალიან იშვიათობაა.

რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა არ გამომდის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება რადგან ღამე პრაკტიკულად არ მძინავს,ვერც კვების გრაფიკით დავიკვეხნი. ალბათ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მიჭირს შევინარჩუნო ჯანსაღი ცხოვრება. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით და ამ ხანმოკლე ცხოვრებას კიდევ უფრო ნუღარ დაიმოკლებენ.

ანი ქორქია- მსახიობი, ტელეწამყვანი:  ჩემი აზრით ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი პირველ რიგში სპორტი და ვეგეტარიანელობაა. ჯანსაღი ცხოვრება ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! შეიძლება ითქვას რომ მე ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ. დილით ჩვეულებისამებრ ვვარჯიშობ და დღეში სამჯერ ვიკვებები, ძირითადად ბოსტნეულით. დღევანდელი ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი ძირითადად კომპიუტერს უზის და თავისი თავისთვის არ სცალია. ისინი ვერ ხვდებიან რამდენად ავნებენ საკუთარ თავს. მათ ვურჩევდი რომ მიყვნენ ჯანსაღ ცხოვრებას და ამით მათი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება.

  სალომე ბაკურაძე- მომღერალი: ჯანსაღი ცხოვრება ალბათ გულისხმობს ყველაფერს იმას რაც ვიცით რომ კარგია,ჩვენი ორგანიზმისათვის. ყველა ვცდილობთ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრბეის წესით მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველას არ გამოსდის. ესაა ცხოვრების ლოგიკური და ნორმალური რეჟიმი, სწორი კვება, ფიზიკური და გონებრივი აქტივობა და დასვენება. ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი მთლად ჯანსაღიც არ არის. ერთადერთი რასაც ჯანსაღი ცხოვრების პირობებიდან მკაცრად ვიცავ არის ის რომ არ ვარ მწეველი და არც არასდროს ვყოფილვარ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ სხვა პირობების შესრულებასაც. ჯანსაღი კვება ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის ჩემთვისაც პრობლემაა.ამიტომ ყველანაირად ვცდილობ რომ ჩემი კვების რაციონი ნატურალური პროდუქტებისგან შედგებოდეს. ასევე პროფილაქტიქის მიზნით რამდენიმე თვეში ერთხელ  ვიკეთებ ფიზიკურ გამოკვლევას. დღევანდელ ახალგაზრდობას ვურჩევდი რომ რაც შეიძლება მეტი იფიქრონ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობაზე და თავიანთი შვილების მომავალზე. აუცილებლად მიაქციონ ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყველა შეეცადოს,ის ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნან თავს და გარშემომყოფებს, რაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

მირიან ჯეჯელავა (მიკი)მსახიობი, რადიოწამყვანი:   ჯანსაღი ცხოვრება ბევრი სხვა და სხვა კომპონენტისგან შედგება, რომელიც ნორმალურმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში აუცილებელია ძილი დღე ღამის განმავლობაში მინიმუმ 8 საათი. სწორი კვება, ვარჯიში და ა.შ . რა თქმა უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი და სიგარეტი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

მე სამწუხაროდ მინიმალურად ან თითქმის საერთოდ ვერ ვახერხებ ვიცხოვრო ჯანსაღი  ცხოვრების წესით. ვცდილობ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამომდის. რეპეტიციები, გადაღებები, რადიო… დატვირთული გრაფიკი არ მაძლევს ამის საშუალებას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაწუხებს ეს არის უძილობა.
ახალგაზრდებს კი ვურჩევ,  გაითვალისწინონ ყველაფერი ის რაზეც ვისაუბრე🙂 საკუთარ თავსაც იგივეს ვურჩევ.

 

 

 

 

 

 

თემატური პოსტი: კრისტი ყიფშიძე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ

About healthylifege

Everyone needs Healthy Life!!!

Posted on October 15, 2011, in რჩევები, სხვადასხვა, ჯანსაღი ცხოვრება and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. kargi postia🙂

  2. Kargi postiaa)) unda gavitvaliswinoot ::*

  3. ქეთი მაგარი გოგოა !!! მიყვარს❤

  4. aq sul jansag cxovrebaze saubroobt ?🙂

  5. kargi statiaa🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: