Blog Archives

დეპრესია გარდატეხის ასაკში

ფოტო: clearcutmedia.tv

ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

საინტერესოა, რა აძლევს ადამიანთა ნაწილს ძალასა და ენერგიას უმტკივნეულოდ გადალახოს ცხოვრებისეული პრობლემები, მაშინ როდესაც უმრავლესობა უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი უდიდეს ბარიკადად აღიქვამს და პრობლემათა ხლართებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს.

რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია.

უფროსმა ადამიანმა იცის, რომ იმედგაცრუება ცხოვრებისეული, თანაც ხშირი და გარდაუვალი მოვლენაა, ეს ცოდნა მას გამოცდილებამ მოუტანა, მოზარდები კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ წინააღმდეგობას, ასე ჰგონიათ, რომ ერთი წაბორძიკებით ყველაფერი თავზე ემსხვრევათ.

განაგრძე კითხვა ►

Advertisements